რჩევები

9 ყოველდღიური რამ, რაც სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ უცხოელებს ეხმარება, მუდამ ფორმაში იყვნენ

9 ყოველდღიური რამ, რაც სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ უცხოელებს ეხმარება, მუდამ ფორმაში იყვნენ
ყველა ქვეყანაშია დამახასიათებელი თვისებები და რიტუალები. მაგალითად, ჰოლანდიაში პატარაობიდანვე სწავლობენ ველოსიპედის მართვას, ისრაელში ზღვის მარილის აბაზანას იღებენ... ჩვენ ყველაზე გავრცელებული და სასარგებლო რჩევები შეგირჩიეთ.

ჰოლანდია - ველოსიპედი


მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელ ერად ითვლება. ბავშვობიდანვე სწავლობენ ველოსიპედის მართვას. ჰაერსაც არ აბინძურებენ და ვარჯიშით სიცოცხლესაც იხანგრძლივებენ. 

იაპონია - შუადღის ძილი


დიდი კორპორაციების მფლობელებმა დაადასტურეს, რომ სადილის შემდეგ ნახევარსაათიანი ძილი ან თვლემაც კი აუმჯობესებს თანამშრომლების შრომისუნარიანობას. 

შვეიცარია - მიუსლი


100 წლის წინ პაციენტებისთვის შვეიცარიელმა ექიმმა პირველად დაამზადა მიუსლი. მან
შეურია დაფქულ-დაღერღილი შვრიის ფანტელები, ბრინჯი, ქატო, ფეტვი, ჭვავი, ხორბალი, ლიმონის წვენი და წყალი. მირთმევის წინ კი - იოგურტი, ხილი და თხილეული. დღემდე ყველა შვეიცარიელი თავს ვალდებულად მიიჩნევს, მიირთვას მიუსლი, რათა იყოს ჯანმრთელი. 

პოლონეთი - საოჯახო სადილი


ოჯახში მომზადებული კერძი მეტად გემრიელი და სასარგებლოა, ვიდრე რესტორნისა. 

ჩინეთი - თეთრი ჩაი


ყველა ქალი ცდილობს, ახალგაზრდობა შეინარჩუნოს. ჩინელები ანტიოქსიდანტებით მდიდარ თეთრ ჩაის სვამენ. ის გიცავთ დაბერებისა და კანის კიბოსგან.  

საბერძნეთი - ჯანსაღი საკვები


თევზი, ხილი, ბოსტნეული, სასარგებლო ცხიმები, ზომიერად ღვინო და მარცვლეული - ყველაფერი ეს ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი სიცოცხლის წყაროა.  

ისრაელი - ზღვის მარილი


მასში შემავალი მინერალები ხელს უწყობს ჰორმონალური ცვლის აღდგენას, ნერვული სისტემის დამშვიდებას, ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას.  

ბალი - ქოქოსი


სილამაზის საიდუმლო ქოქოსშია. რძეს სვამენ და კერძებში უმატებენ, ზეთით კი უვლიან თმას, კბილებს, ფრჩხილებს. ის ანტიმიკრობული, დამატენიანებელი და კანის დაბერების საწინააღმდეგო საშუალებაა.



FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93