უსაფუძვლო რჩევებით ტვინის ადუღება გარშემო მყოფების საყვარელი საქმიანობაა. ჩვენ ისეთი რჩევები მოგიმზადეთ, რომლებიც საინტერესოცაა და რეალურად გამოსადეგიც...
1. სველი წინდა გაციებას ამარცხებს - თუ ხვდებით, რომ ცივდებით, წამლის დალევას ნუ იჩქარებთ, სიცივე გიშველით. წინდები წყალში უნდა დაასველოთ, ძილის წინ ჩაიცვათ და ზემოდან პოლიეთილენის პარკი მოიხვიოთ. ეს მეთოდი აჩქარებს სისხლის მიმოქცევას, ორგანიზმს ათავისუფლებს ტოქსინებისგან და გაციებას მოგიხსნით.
2. კბილების გათეთრება ნახშირით - გასაოცარია, მაგრამ ასეა. ნახშირი დაფხვენით, ცოტა წყალი დაუმატეთ, ფაფისებური მასა უნდა მიიღოთ და 3-4 წუთის განმავლობაში გამოიხეხეთ კბილები. ასეთი მეთოდი მოგაშორებთ ყვითელ ნადებს კბილებზე და მათ გაათეთრებს.
3. თავი უნდა დაიბანოთ ლუდით და არა კონდიციონერით - თავის დაბანის შემდეგ კონდიციონერის ნაცვლად თმაზე ლუდი გადაივლეთ, 10 წუთი გაიჩერეთ და წყლით ჩამოიბანეთ. ის აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, ანიჭებს ბზინვარებას, აბრეშუმის ეფექტს. სხვათა შორის, ეს მეთოდი კეტრინ ზეტა-ჯონსის ინტერვიუში ამოვიკითხეთ.
4. თმაზე ცხიმს პუდრით შენიღბავთ - თუ ცხიმიანი თმა გაქვთ და სამსახურის შემდეგ წვეულებაზე მიდიხართ, ფუნჯზე დაიყარეთ პუდრი და თმის ძირებზე გადაისვით. ეს ვარცხნილობასაც შეგინარჩუნებთ და ცხიმოვან ბზინვარებასაც მოგაშორებთ.
5. ქოქოსის ზეთი კბილის პასტას შეგიცვლით - ნაზად და ეფექტურად ასუფთავებს კბილებს, ანეიტრალებს უსიამოვნო სუნს პირის ღრუში. თუმცა, თუ გულისრევის რეფლექსი გამძაფრებული გაქვთ, ეს მეთოდი არ გამოგადგებათ.
6. ცივი წყალი გახდომაში გვეხმარება - თუ ვარჯიშისას, მაგალითად, სირბილისას, ხელში ცივი წყლის ბოთლები გვეჭირება, ვარჯიშს უფრო დიდხანს შევძლებთ. ბოთლის წყალი ანეიტრალებს სხეულის ტემპერატურას და მეტად ვინარჩუნებთ მხნეობას. - ასეთი დასკვნა აქვთ სტრენფორდის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორებს.
7. საპნის ბუშტები დაძინებაში გვეხმარება - წამლების დალევის ნაცვლად, ძილის წინ ჰაერში საპნის ბუშტები გაუშვით და მშვიდად დაგეძინებათ. საქმე იმაშია, რომ თქვენ აკეთებთ მარტივ ვარჯიშს - ცხვირით ჩაისუნთქავთ და პირით ამოისუნთქავთ, ეს კი ძილიანობას უწყობს ხელს.
8. წამწამებს საბავშვო პუდრი გაგიხშირებთ - წაისვით წამწამებზე ტუში, დაიყარეთ საბავშვო პუდრი და ისევ გადაისვით წამწამებზე ტუში. შედეგად, მიიღებთ ხშირ და ლამაზ წამწამებს.
რუსუდან გელაშვილი