სწრაფი და მარტივი მაკიაჟი 5 წუთში - “Victoria Secret“-ის მოდელისგან (ვიდეოინსტრუქცია) - Marao

სწრაფი და მარტივი მაკიაჟი 5 წუთში - “Victoria Secret“-ის მოდელისგან (ვიდეოინსტრუქცია)

2018-12-10 10:06:23+04:00

როუზი ჰანთინგტონ უაითლი ბრიტანელი მოდელია, რომელიც “Victoria’s Secret“-ის ჩვენებებიდან კარგად გემახსოვრებათ. იგი ახალბედა დედაა და კიდევ უფრო მეტად ცდილობს, რომ ფორმიდან არ ამოვარდეს.

ახლახან გავრცელდა ვიდეო, სადაც მოდელი ნაბიჯ-ნაბიჯ გვაჩვენებს, როგორ უნდა გავიკეთოთ იდეალური მაკიაჟი, რომელიც ამავდროულად, ბუნებრივად გამოიყურება.

რაც მთავარია, ეს ყველაფერი მან ზუსტად 5 წუთში ჩაატია.

ადვილად შესამჩნევია ის, რომ როუზი ზებუნებრივად მიმზიდველია და განსაკუთრებით, წარბები, ტუჩები და თვალის ფერი გამოკვეთს მის სილამაზეს.

  • პირველ რიგში, სახე უნდა დავიტენიანოთ „კოდალის“ ე.წ. სილამაზის ელექსირით. როგორც როუზი ამბობს, კანი ამ პროცედურის შემდეგ უფრო გლუვი და ნათელი გახდება.
  • შემდეგი ნაბიჯია BB კრემი, რომელსაც თვალის უპეებზე, ქუთუთოებსა და ლოყებზე გავინაწილებთ. როუზი გვეუბნება, რომ ამ კრემის მეშვეობით სახეზე „ბავშვის კანის“ ეფექტს მივიღებთ და ბუნებრივ ელფერსაც მოგვანიჭებს.
  • აქვე, აუცილებელია დავიტენიანოთ ტუჩები ტუჩის ბალზამით და სახეზე წავისვათ კორექტორი (მცირე რაოდენობით).
  • მნიშვნელოვანია წარბებისთვის ე.წ. წარბების გელით ბუნებრივი ელფერის მიცემა და სახეზე კონტურების გამოყვანა.
  • ამის შემდეგ წამწამებზე ტუშს დავიტანთ. უნდა ვეცადოთ, ისეთი ტუში შევარჩიოთ, რომელიც ტალღოვან ეფექტს თავიდან აგვარიდებს.
  • თუ თვალის ჩრდილის წასმას გადავწყვეტთ, ის უნდა იყოს მაქსიმალურად დამჯდარ, თითქმის შეუმჩნეველ ფერში. ეს ნაბიჯი დროს აღარ დაგვაკარგვინებს, რადგან მსგავსი ფერის ჩრდილები ჩასწორებას არ საჭიროებს.
  • ამასთანავე, ლოყებს შევივარდისფრებთ და სახეს ჰაილაითერით ამოვანათებთ.
  • ვიდრე მაკიაჟს დავასრულებდეთ, ტუჩებზე კონტურს წავისვამთ. ტუჩსაცხი უნდა იყოს ტუჩის ფერთან მიახლოებული და დღის სადა მაკიაჟიც მზადაა!

„ თქვენ დანიშნულების ადგილას დათქმულ დროს მიხვალთ და მაკიაჟის გამო აღარ დაიგვიანებთ. ამასთანავე, უმაკიაჟოდ წასვლაც არ მოგიწევთ დროის უქონლობის გამო“, -ამბობს როუზი ჰანთინგტონ უაითლი.

ნათია ხუნაშვილი