გაზაფხული სწორედ ის პერიოდია, რომელსაც სიახლეები და ექსპერიმენტები განსაკუთრებულად უხდება.
ჩვენ გადავწყვიტეთ, გაჩვენოთ ამ სეზონზე თმის შეღებვის 5 ყველაზე მოდური და ეპატაჟური ვარიანტი, რათა თქვენი თმა საუცხოოდ გამოიყურებოდეს.
Metallic Balayage - მეტალის „ბალაიაჟი“ - ეს ახალი ტექნიკაა, რომელიც ქალბატონებმა მალევე აიტაცეს. უფრო კონკრეტულად კი, მელირების ახალი სახეობაა. თმა მონაკვეთებს შორის რამდენიმე კონტრასტული ფერით უნდა შევიღებოთ, რომ სასურველ მიზანს მივაღწიოთ. ამ ვარიანტს ბევრი მიმდევარი ეყოლება, რომლებიც ჩაიტარებენ სხვადასხვა ექსპერიმენტს, რომ თმას ლამაზი, პოლიგრაფიული ეფექტი მიეცეს.
თაფლისფერი ქერა - არამხოლოდ ამ გაზაფხულზე, ზაფხულშიც ძალიან აქტუალური იქნება თბილი, თაფლისფერი ფერი. თმა ოქროსფერი, ხორბლისფერში გარდამავალი ფერის დახმარებითაც შეიძლება გახდეს მაქსიმალურად ნაზი და დელიკატური იერსახის.
თქვენ წარმოიდგინეთ, ეს საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ სახეზე გარკვეული ნაკლოვანებები დავმალოთ. თბილი ფერები, ცივი ფერებისგან განსხვავებით, ამგვარ ჯადოქრობას ახერხებს.
ყინულისფერი ქერა - ასეთი ფერის თმა სრულიად სხვა ეფექტს იძლევა. ამ ფერს შეუძლია ნებისმიერი მოკლედ შეჭრილი თმა გადააქციოს ულტრა-მოდურად.
ამავდროულად, ასეთი ფერის თმა იმის საშიშროებას ქმნის, რომ ჩვენს სახეზე მცირედი ნაკლოვანებაც კი გამოიკვეთოს. სწორედ ამიტომ ყველაზე იდეალურად ცივი ფერის თმა უხდება კარგად გარუჯულ, ბრინჯაოსფერ სხეულს. ამ ნაბიჯით ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ცივი ფერის თმის ფონზე ჩვენი გარუჯული სხეული ნაკლოვანებებს დაფარავს.
ვარდისფერში გარდამავალი ქერა
- ახლა კი კიდევ ერთ ფერს გაგაცნობთ, რომელიც საკმაოდ მომხიბლავია. ეს სწორედ ის ფერია, რომელსაც მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილი
სტილისტები უწევენ რეკომენდაციას. თუმცა ეს ფერი იმდენად ცნობილია, რომ უკვე შოკში აღარავის აგდებს. მიუხედავად ამისა, გარდამავალი ვარდისფერი ამ სეზონზე პოპულარობით ისარგებლებს.
ე.წ AirTouch - ახალი სეზონის აბსოლუტური ჰიტია. ეს სწორედ ის ტექნიკაა, რომელიც დამაჯერებლად პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში.
მისი საიდუმლო კი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მაქსიმალურადაა მიახლოებული ნატურალური თმის ფერთან. მხოლოდ პროფესიონალი თუ შეამჩნევს, რომ ის ნატურალური თმის ფერი არ არის.