თინა ბებოს დაუჯერებლად ეფექტური იაფიანი ნიღბები თვალებს ქვემოთ სიშავის წინააღმდეგ - Marao

თინა ბებოს დაუჯერებლად ეფექტური იაფიანი ნიღბები თვალებს ქვემოთ სიშავის წინააღმდეგ

2018-05-01 15:06:25+04:00

რამდენიმე დღის წინ ჩემს მეგობარს ვესტუმრე. კარი მისმა ბებიამ გამიღო. ცოტა უცნაურად გამოიყურებოდა, თვალებს ქვემოთ მწვანე რაღაც ჰქონდა წასმული.
თინა ბებოს კარგად არ ვიცნობ და არაფერი მიკითხავს. ცნობისმოყვარეობა მეგობრის გამოჩენამ გამიქრო. რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ ვესტუმრე მათ. თინა ბებოს ამჯერად იმავე ადგილებზე წითელი ნივთიერება ესვა. ამჯერად ვეღარ მოვითმინე და ვკითხე, რა არის-მეთქი? პასუხი უჩვეულოსთან ერთად საინტერესო იყო - თვალებს ქვემოთ ჩაშავებები უნდა გავიქროო.

თინა ბებო ადრე ბალახეულით რომ მკურნალობდა ხალხს, ვიცოდი, მაგრამ ჩაშავებების წითელი და მწვანე ნივთიერებებით გაქრობა წარმოუდგენელი მეგონა. თურმე ვცდებოდი. მას შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა. ახლა ის აღარაფერს ისვამს და არც ჩაშავებები აქვს. ამიტომაც გადავწყვიტე, რეცეპტები გამომერთმია და თქვენთვის გამეზიარებინა.

რეცეპტი #1

3 სუფრის კოვზი დაფქული ბრინჯი,

დაბლენდერებული 1 კანგაცლილი კიტრი,

3 სუფრის კოვზი ხორბლის ფქვილი და

1 კაფსულა E ვიტამინის შემცველი თევზის ქონი

კარგად შეურიეთ ერთმანეთში და 15 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ სახეზე.

რეცეპტი #2

30 წუთის განმავლობაში თვალებს ქვემოთ წაისვით ტომატისა და წვრილად დაქუცმაცებული ოხრახუშის ნარევი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

პროცედურა გაიმეორეთ 9 დღის შემდეგ.

მარიამ ელიაშვილი