რჩევები

10 ეშმაკური ხერხი მათთვის, ვისაც ფეხის ხშირად პარსვა არ სურს

10 ეშმაკური ხერხი მათთვის, ვისაც ფეხის ხშირად პარსვა არ სურს
საპარსი ყველაზე მარტივი და სწრაფი საშუალებაა სხეულზე არასასურველი თმის მოსაშორებლად, თუმცა ეფექტი ხანმოკლეა.
როგორც აღმოჩნდა, პარსვის ეფექტის გახანგრძლივება შესაძლებელია.

გთავაზობთ 10 ხრიკს:

გამოიყენეთ ნატურალური ზეთები

ქოქოსის, არგანისა და ზეითუნის ზეთი, გარდა კანის კვებისა, არბილებს მას, ხოლო, როცა თმა დარბილდება, პარსვის პროცესიც გამარტივდება. წაისვით ზეთი ძილის წინ ნოტიო კანზე და დილით გაიპარსეთ.

გაიპარსეთ ფეხები დილით

დილით კანი უფრო ელასტიკურია და პარსვის დროს დაზიანებების რისკიც უფრო ნაკლებია, ვიდრე საღამოს.

მოამზადეთ კანი პარსვისთვის

ვიდრე პარსვას დაიწყებდეთ, ჩაწექით თბილ აბაზანაში ან
ფეხები ცხელი წყლის ორთქლით დაიტენიანეთ. ეს დაარბილებს თმას, კანს კი ელასტიკურს გახდის.

წინასწარ აიქერცლეთ კანი

გაპარსვამდე ერთი დღით ადრე გამოიყენეთ სხეულის სკრაბი ან რძემჟავა. ეს პროცედურა დაამუშავებს კანს, ასევე, „გაათავისუფლებს“ წამოზრდილ თმას.

პროცედურის ჩატარებამდე საპარსი გაახურეთ

გაგიკვირდებათ, მაგრამ თუ პარსვამდე სამართებელს ცხელ წყალში გააჩერებთ, ის გაცილებით მარტივად და სუფთად გაპარსავს.

ყოველთვის გამოიყენეთ საპარსი გელი ან ქაფი

ეს დაგეხმარებათ, თმა მაქსიმალურად მოიშოროთ და თავიდან აიცილოთ კანის გაღიზიანება.

გაიპარსეთ თმა ზრდის მიმართულებით

არასოდეს გაიპარსოთ თმა ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით. უცნაურად ჟღერს, თუმცა მხოლოდ ასე მოიშორებთ ზედმეტ თმას ეფექტურად. ზრდის საწინააღმდეგოდ პარსვა კი კანს აზიანებს და ხშირად თმის ჩაზრდის მიზეზი ხდება.

ხშირად შეცვალეთ საპარსის პირები

საპარსი პირი მალე ცვდება და დროთა განმავლობაში თმას ცუდად აშორებს. ამიტომ თუ არ გამოცვლით, გაიძულებთ, ხშირად გაიპარსოთ.

ზედმეტად ნუ მოინდომებთ

ფიქრობთ, რომ თუ კანის ერთ ნაწილს რამდენჯერმე გაიპარსავთ, თმა აღარ ამოვა? ასე თქვენ პრაქტიკულად გარანტირებული გაქვთ კანის ტრავმირება და თმის უფრო სწრაფად ზრდა.

დაამშვიდეთ კანი პარსვის შემდეგ

ყველა წესის დაცვის შემთხვევაშიც, პარსვის შემდეგ თქვენი კანი გაღიზიანებული იქნება. დაგეხმარებათ სხეულის გამაგრილებელი კრემი და „პარსვის შემდგომი“ სპეციალური საშუალება. არ გამოიყენოთ სპირტის შემცველი საშუალებები, რათა თავიდან აიცილოთ ქავილი და სიწითლე.

საუკეთესო მეთოდი, არასასურველი თმის მოშორებისა - ლაზერული ეპილაციაა.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93