კანზე ეტაპობრივი ზრუნვა ქალისთვის ისეთივე აუცილებელია, როგორც ყოველდღე საკვების მიღება.
რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი კანი გლუვი, მბზინავი და მიმზიდველი გახდეს?
სასურველია, არასწორი ქმედებებისგან თავი შევიკავოთ და ვიცოდეთ, რას საჭიროებს ჩვენი კანი.
1. დალიეთ მეტი წყალი. სამედიცინო ინსტიტუტების კვლევების თანახმად, ქალებმა აუცილებელია, რომ დღეში 9 ჭიქა წყალი დალიონ (კაცებისთვის კი 13 ჭიქა წყალია რეკომენდებული). აუცილებლად შეისვენეთ ყოველ დალევამდე. ამ გზით, თქვენ ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას შეუწყობთ ხელს და ნელ-ნელა კანიც უფრო ჯანსაღი გახდება.
2. გამოიყენეთ ძილის წინ სახის დამატენიანებელი კრემი. მანამდე კი მოიცილეთ მაკიაჟი მიცერალური წყლით (იყიდება აფთიაქებში). აუცილებელია, რომ კანმა ისუნთქოს და დატვირთული დღის შემდეგ არ გამოშრეს.
3. არასდროს დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი კრემი. მისი წასმის შემდეგ თქვენი კანი გაცილებით დაბალანსებული და ნაკლებგამომშრალი იქნება.
4. ეცადეთ, რომ ტანის სახეხი ღრუბელი სხეულზე შედარებით მსუბუქად ამოძრაოთ. ის მკვდარ უჯრედებს მოგაცილებთ, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, არასწორად გამოყენებამ კანი გაგიღიზიანოთ.
5. საკვები რაციონი გაიმდიდრეთ ომეგა3-ით. ჯანსაღი და გემრიელი ორაგულის მირთმევა დროთა განმავლობაში თქვენს კანს რბილსა და გლუვს გახდის.
ნათია ხუნაშვილი