რჩევები

როგორ მივიღოთ ლამაზი ნამზეური და რა უნდა გავითვალისწინოთ გარუჯვამდე

როგორ მივიღოთ ლამაზი ნამზეური და რა უნდა გავითვალისწინოთ გარუჯვამდე
მიმზიდველი, ბრინჯაოსფერი კანი, ალბათ, ყველა ჩვენგანს სურს. ზოგჯერ რუჯის მიღებას მთელი ძალით ვცდილობთ, თუმცა, ვწითლდებით და შედეგიც არ გვაკმაყოფილებს. რა უნდა მოვიმოქმედოთ ასეთ დროს? პირველ რიგში, უნდა დავადგინოთ, როგორი კანი გვაქვს. ეს იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ მზისგან დამცავი საშუალებები სხვადასხვა ტიპის კანისთვისაა შექმნილი.


რაც შეეხება ზეთოვანი საშუალებების წასმას, ეს ძირითადად ისეთ შემთხვევებშია რეკომენდებული, როცა უკვე გარუჯულები ვართ და ნამზეურის დამატება გვსურს.



დამწვრობის თავიდან ასაცილებლად სხვადასხვა გზა არსებობს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გავირუჯოთ შუადღის 4 საათის შემდეგ.
საკუთარი
გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ თუ მზეს დილის 9-10 საათზე მიეფიცხებით, ნაკლებად შეძლებთ გარუჯვას. რა თქმა უნდა, ფერს ასეთ დროს სიარულითაც შეიცვლით, თუ ამას გარკვეული პერიოდის განმავლობაში გააკეთებთ.



არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი კრემის რეგულარულად წასმა. უმჯობესია, ორ ან სამ საათში ერთხელ წაისვათ.



ვიდრე დასასვენებლად წასვლას გადაწყვეტდეთ, მოიმარაგეთ ყველა ის ატრიბუტი, რაც მზისგან საჭირო დოზით დაგიცავთ: სათვალეები, შლაპა, თხელი შემოსაცმელი.



მზეზე დიდხანს გაჩერებამ შეიძლება ძლიერი თავის ტკივილი გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ ქალბატონები ხშირად ქოლგის ქვეშ გარუჯვას ამჯობინებენ. ეს ნაცადი და საკმაოდ ეფექტური ხერხია.
შეამოწმეთ მზისგან დამცავ კრემზე დატანილი კოეფიციენტი, რომლის აღმნიშვნელიცაა აბრევიატურა - SPF.



რაც უფრო მეტი რიცხვი წერია მის გასწვრივ, მით უფრო მეტად იქნება თქვენი კანი დაცული მოსალოდნელი დამწვრობისაგან.



არ უნდა დაგვავიწყდეს გარუჯვის შემდგომ გამოსაყენებელი კრემიც, რომ კანი დავიტენიანოთ და არასასურველი შედეგისგან მაქსიმალურად დავიცვათ.



გარუჯვის პროცესამდე, ძალიან მნიშვნელოვანია მივიღოთ საკვები, რომელიც გარუჯვაშიც დაგვეხმარება და ნამზეურის ფერსაც შეგვინარჩუნებს. ერთ-ერთი ასეთი პროდუქტი გახლავთ სტაფილო, რომელიც ბეტა კაროტინის მაღალი შემცველობით გამოირჩევა. შეგიძლიათ სტაფილოს როგორც ცალკე, ისე წვენის სახით მიღება. რეკომენდებულია აგრეთვე პომიდორი, კომბოსტო და ისპანახიც.



ქალბატონების უმეტესობას სურვილი აქვს, რომ გარუჯვის პროცესში მათი კანი ძალიან მუქი გახდეს. თუ ჩვენი კანი თითქმის შავია, ეს ნიშნავს, რომ ნაოჭების წარმოქმნის საშიშროების წინაშე ვდგავართ. ამიტომ ზომიერების დაცვა ყველაფერში აუცილებელია.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი