რჩევები

სახლის პირობებში თმის შეღებვის 10 შეცდომა, რომლებიც თქვენს თმას აზიანებს

სახლის პირობებში თმის შეღებვის 10 შეცდომა, რომლებიც თქვენს თმას აზიანებს
პროფესიონალი სტილისტი ასახელებს ძირითად შეცდომებს, რომლებსაც „საკუთარი თავის სტილისტები“ უშვებენ თმის სახლის პირობებში შეღებვისას.

მოლოდინი გაქვთ, რომ თქვენი თმის ფერი ისეთივე იქნება, როგორც საღებავის ყუთზეა გამოსახული
თმის შეღებვის შედეგი დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე: თქვენი თმის ბუნებრივი ფერი, თმის მდგომარეობა, მანამდე შეღებვა და სხვა. თქვენი თმა ინდივიდუალურია და სწორ დიაგნოსტირებას მხოლოდ სპეციალისტი ჩაგიტარებთ.

არ ჩაიტარეთ ტესტი ალერგიაზე
შესაძლოა ალერგია არაფერზე გაქვთ, მაგრამ თმის საღებავი შეიცავს ისეთ ინგრედიენტებს, რამაც შესაძლოა გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს. გაითვალისწინეთ მწარმოებლების რჩევა და ჩაიტარეთ
ტესტი - წაისვით საღებავი კანზე და გაიჩერეთ 24 სთ-ს.

არ იტარებთ საცდელ შეღებვას
ვიდრე თმის შეღებვას გადაწყვეტთ, აიღეთ თმის მცირე ნაწილი კისერთან და გამოსცადეთ, როგორ ფერს მიიღებთ შედეგად.

არ იცავთ თავის კანსა და სამოსს
თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, შეღებვისას არასასიამოვნო შეგრძნების ასარიდებლად, უმჯობესია კანზე დამცავი საშუალება წაისვათ. მაისურზე კი დამცავი ქსოვილი გადაიფაროთ, რათა საღებავმა არ გაგიფუჭოთ.

არ ჩაიტარეთ თმის სტრუქტურის დიაგნოსტირება
შემდეგ კი გაკვირვებული რჩებით შედეგით, რადგან თმა საშინლად გამოიყურება და ვერ იმორჩილებთ.

შეღებვამდე იყენებთ ნიღაბს ან კონდინციონერს
შეღებვამდე უმჯობესია გამონაკლისი დაუშვათ და მშრალი შამპუნი გამოიყენოთ.

საღებავს ჭუჭყიან თმაზე ისვამთ
ამ შემთხვევაში საღებავი არათანაბრად გადანაწილდება, თმაზე ლაქებად დარჩება და ასევე არათანაბრად ჩამოირეცხება.

თავისთვის განკუთვნილ საღებავს წარბებსა და წამწამებზე ისვამთ
თავისა და სახის თმის სტრუქტურა ერთმანეთისგან განსხვავდება. რომ არაფერი დაიზიანოთ, სპეციალურად წამწამებისა და წარბებისთვის განკუთვნილი საღებავი გამოიყენეთ.

საღებავის თმაზე გაჩერების დროს ახანგრძლივებთ, რათა უფრო ინტენსიური ფერი მიიღოთ
30-40 წთ-ის შემდეგ საღებავი მოქმედებას წყვეტს. დროის გადამეტება კი დაუშვებელია, რადგან თმა და თავის კანი ზედმეტად გამოშრება.

საღებავს სველ თმაზე ინაწილებთ
სველი თმა შეღებვისას დაზიანდება. ეს რომ არ მოხდეს, შეღებვამდე თმა უნდა იყოს სუფთა და 100 % -ით მშრალი.

ანა აგირბა


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93