შავი წერტილები ნაცნობია, როგორც მოზადებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის. მათზე გამარჯვებას ყოველი მეხუთე კოსმეტიკური საშუალება მოგიტანთ. მაგრამ იქნება თუ არა ბრძოლა მარტივი? ამაში ჩვენ გაგარკვევთ.
როგორ განთავისუფლდეთ ცხვირზე შავი წერტილებისგან? ეს კითხვა ყველაზე ხშირად ცხიმიანი კანის მქონე ადამიანებს აწუხებთ, რადგან აკნესკენ მიდრეკილება მათი ბუნებრივი თვისებაა.
ჰორმონები
კანის ცხიმის გამომუშავებაზე ორგანიზმში ტესტოსტერონია პასუხისმგებელი. კანის პრობლემა მოზარდებში არასტაბილური ჰორმონალური ფონითაა გამოწვეული, იგივე მიზეზით შესაძლოა აკნე გაუჩნდეს ზრდასრულ ადამიანსაც.
კვება
ზოგიერთი კვლევის მონაცემებით, საკვებში დიდი რაოდენობით სწრაფი ნახშირწყლების შემცველობამ, შესაძლოა გავლენა იქონიოს კანის ცხიმის გამოყოფაზე. ბევრი დერმატოლოგი კანზე გამონაყარს დიდი რაოდენობით ტკბილისა და ცომეულის მიღებას უკავშირებს.
არასაკმარისი წმენდა ან კანის გამოშრობა
კანის დაზიანება არასწორ მოვლას შეუძლია, ამიტომ ეცადეთ სახე ყოველთვის გაიწმინდოთ და ძილის წინ მაკიაჟი მოიშოროთ. არანაკლებ საყურადღებოა გამომშრალი კანი, რომელსაც ხშირი დატენიანება სჭირდება. ნუ გამოიყენებთ კანის წმენდის აგრესიულ საშუალებებს, მაშინაც კი თუ კანი ცხიმიანი გეჩვენებათ. ეს მხოლოდ კანის ცხიმიანობას გაზრდის, რაც აკნეს გამრავლებას შეუწყობს ხელს.
არასწორად შერჩეული კოსმეტიკა
თუ თქვენი ახალი კრემი ფორებს ხურავს, შეისწავლეთ მისი შემადგენლობა და შეადარეთ იმ ინგრედიენტების შემადგენლობას, რომლებიც თქვენთვის იდეალურია.
თუ კანი არასაკმარისადაა დატენიანებული, კარგს ნურაფერს ელით. ტენიანობის ნაკლებობის დროს, თავდაცვის სახით კანი იწყებს დიდი რაოდენობით კანის ცხიმის გამომუშავებას. ამას რომ თავი აარიდოთ, კანი ყოველდღე დაიტენიანეთ.
როგორ მოიშოროთ შავი წერტილები
წმენდის შემდეგ, კანი სკრაბით ან ქიმიური პილინგით დაიმუშავეთ.
გამწმენდი ნიღაბი წაისვით კანის მთელ ზედაპირზე ან მხოლოდ პრობლემურ ნაწილზე (ცხვირი, ნიკაპი, T-ზონა).
არ დაიტოვოთ ნიღაბი კანზე 20 წუთზე დიდხანს, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
წაისვით კანზე დამატენიანებელი კრემი ან დამატენიანებელი ნიღაბი, რათა ტენიანობის ნორმა შეივსოს.
ანა აგირბა