რჩევები

ტოპ-7 პროდუქტი, რომელიც მკერდის ზომას ზრდის

ტოპ-7 პროდუქტი, რომელიც მკერდის ზომას ზრდის
მკერდის ზომა - ეს ის თემაა, რომელიც ბევრ ქალს აწუხებს, თუმცა ყოველთვის ქირურგიული ჩარევები როდია საჭირო. ზოგადად, მამაკაცები ფიქრობენ, რომ ზომას დიდი მნიშვნელობა აქვს, რასაც ხშირად ქალებიც ეთანხმებიან. არსებობს პროდუქტები, რომლებიც ჰორმონებზე ზემოქმედებენ და მკერდზე გარკვეული გავლენის მოხდენაც შეუძლიათ.

ჭარხალი - შეიცავს ნახშირწყლებს, ბოჭკოვანას, კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, თუთიას. მის შემცველობაში C ვიტამინიცაა. ამ ყველაფერთან ერთად, ის სამარხვო პროდუქტიცაა.



სტაფილო - ის ჯადოსნურია, რადგან ზოგ შემთხვევაში დაავადების თავიდან ასაცილებლად და განსაკურნებლადაც იყენებენ. მათ შორისაა სისხლძარღვთა
დაავადებები, ანემია, ბრონქიტი და სხვა. იგი ნივთიერებათა ცვლასაც აწესრიგებს, რაც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.



რძე - რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ექსპერტებმა ჩამონათვალში ეს პროდუქტიც შეიტანეს. მისი სასარგებლო თვისებების შესახებ, ალბათ, ყველამ იცის, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ გააჩნია მის ხარისხს და იმასაც, ახალია თუ არა. თუ იგი ძველია, პირდაპირ მტრად მოგვევლინება.



ყველი - დიდი დოზით არც ყველის მიღებაა რეკომენდებული. აგრეთვე, უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორიც, რომ მას ზოგჯერ ფხვნილისგან ამზადებენ. ნამდვილი ყველის სასარგებლო თვისება კი ცხიმების კონტროლი და სიცოცხლის გახანგრძლივებაც კი გახლავთ.



ცერეცო - გარდა სხვა ჯადოსნური თვისებებისა, მას კიდევ ერთი რამ განასხვავებს: შეუძლია ე.წ. მეტეორიზმი აგაცილოთ თავიდან.



ლუდი - ამ შემთხვევაშიც ზომიერების დაცვისკენ მოგიწოდებთ. როგორც ამბობენ, ჯანსაღი, ნამდვილი ლუდი თირკმელებისთვის ძალიან კარგია.



მუხუდო - პარკოსანთა ოჯახის მცენარე, რომლის შესახებაც ნაკლებად საუბრობენ. როგორც აღმოჩნდა, მკერდის ზომის შეცვლაში მასაც შეუძლია მონაწილეობის მიღება.


ექსპერტები ამბობენ, რომ თუ ამ პროდუქტებს 60 დღის მანძილზე, რეგულარულად და დაბალანსებულად მივიღებთ, ჩვენი მკერდი შეიცვლება.


აქვე რეკომენდაციის სახით გირჩევთ ე.წ ვორკაუტებსაც, რაც დაგეხმარებათ, რომ კიდევ უფრო მეტად გამოკვეთოთ თქვენი მკერდი და ფორმა შეუცვალოთ. ამისთვის მხოლოდ ჰანტელები და მონდომება დაგჭირდებათ.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი