რჩევები

მზისგან დამცავი კრემი წაისვით და მაინც დაიწვით? SPF კრემის გამოყენების 6 შეცდომა

მზისგან დამცავი კრემი წაისვით და მაინც დაიწვით? SPF კრემის გამოყენების 6 შეცდომა
BASF-ის ქიმიური კონცერნის ექსპერტები გვირჩევენ, როგორ გამოვიყენოთ მზისგან დამცავი კრემი, რომ კანი ნამზეურის შემდეგაც ჯანმრთელი და ახალგაზრდული დარჩეს.

არასწორ საშუალებებს ირჩევთ




უნდა იცოდეთ თქვენი ფიტოტიპი. ყველაზე დაბალია (SPF 6−10), საშუალოა (SPF 15−25), მაღალი - (SPF 30−50), ხოლო უმაღლესი - (SPF 50+). დარწმუნებით იცით, რომელი სჭირდება თქვენს კანს? ეს მარტივია: მუქკანიანს დაბალი დასჭირდება, ხორბლისფერკანიანებს საშუალო, ხოლო თეთრი და ფითქინა კანის მქონეებს (ქერათმიანებსა და ჟღალთმიანებს) - მაღალი
და უმაღლესი.

  • ნუ დაზოგავთ ფულს, თუ, რა თქმა უნდა, ჯანმრთელი და ახალგაზრდული კანი არ გინდათ გქონდეთ.
  • ნუ გამოიყენებთ იმ საშუალებებს, რომლებსაც ვადა ან გაუვიდათ, ან გასდით.


ჩრდილში რომც იჯდეთ, მზისგან დამცავი საშუალებები, დაბალი ინდექსით მაინც, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.

თუ მზის აბაზანების მიღება გიყვართ წყალში ან წყლის ნაპირზე, უმაღლესი დამცავი უნდა გამოიყენოთ. თანაც, ყოველთვის წყალთან შეხების შემდეგ.


კრემის წასმა "არ უნდა დაგავიწყდეთ" სხვადასხვა ზონაში. თუ სახეზე ისვამთ, ყურები არ უნდა დაივიწყოთ. აგრეთვე, დაცვას საჭიროებს თმაც. თუ ქუდს არ დაიხურავთ, თმის დამცავი სპრეი მაინც გამოიყენეთ.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი