თუ თქვენ იმ გოგონათა რიცხვს მიეკუთვნებით, რომელთაც ძალიან მოსწონთ 2018 წლის ტრენდი - ტუჩის “ომბრე”, მაშინ ეს სწორედ ის ტუჩსაცხია, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ.
უნივერსალური ტუჩსაცხი "მელანჟი" იდეალურია მათთვის, ვისაც უყვარს "ომბრეს" ეფექტი, ვინაიდან ერთ პომადაში ერთდროულადაა განთავსებული ტუჩსაცხის როგორც ღია, ასევე მუქი ტონალობა, რაც საშუალებას მოგცემთ, ხელის ერთი მოძრაობით დააკორექტიროთ ტუჩის კონტური მუქიდან ღია შეფერილობამდე.
ინოვაციური ტექნოლოგიით მიღებული ეს ტუჩსაცხი დამზადებულია იტალიაში, არ აშრობს ტუჩის ზედაპირს და გააჩნია 4 ტონალობა.
“მელანჟის” უნიკალური დიზაინის გამო ყოველი ერთეული უნივერსალურია, ინდივიდუალურია და არ მეორდება. ამიტომ იგი ძალიან პოპულარული საჩუქარია ქალბატონებისთვის.
შეგახსენებთ, რომ ბრენდის - “Delfy Cosmetics” პირველი ლიცენზირებული მაღაზია 9 დეკემბერს გაიხსნა “გალერია თბილისის” -1 სართულზე.