შესანიშნავი შინაურული საშუალება მკერდის გასამკვრივებლად - კიტრისა და კვერცხის ნიღაბია.
მას მატონიზირებელი ეფექტი გააჩნია. კვერცხის გული სავსეა ცილით და ვიტამინებით, რომელსაც გამაჯანსაღებელი და გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს.
ბლენდერში მოათავსეთ 1 საშუალო ზომის კიტრი და დააბლენდერეთ, სანამ პიურეს კონსისტენციას არ მიიღებთ;
პიურეს შეურიეთ 1 კვერცხის გული და 1 ს/კ ნაღების კარაქი;
წაისვით მკერდის კანზე (სასურველია, შხაპის შემდეგ) და გაიჩერეთ 30 წთ;
ნიღაბი ცივი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.
ეს ნიღაბი უნდა გაიკეთოთ კვირაში ერთხელ მანამ, სანამ მკერდი კარგად არ გამკვრივდება.