გაიგეთ, რომელი საცურაო კოსტიუმი უნდა შეარჩიოთ „რეალური ცხოვრებისთვის“ და რომელზე უნდა თქვათ უარი.
„სამკუთხედები“
ვაღიაროთ, რომ აუცილებელი არ არის, საცურაო კოსტიუმი იყოს აქტუალური. მთავარია, ის თქვენს სხეულს ამშვენებდეს. „სამკუთხედები“ კი მოუხერხებელია და არ არის ლამაზი.
ნაქსოვი
ნაქსოვი საცურაო კოსტიუმი საინტერესოდ გამოიყურება ფოტოზე, თუმცა რეალურად წყალში ძალიან მოუხერხებელია. ის გამოდგება მხოლოდ გარუჯვისა და ფოტოების გადაღებისას.
თასმებითა და ბაფთებით
უცნაურად გასკვნილი თასმები ან სხვადასხვა კრეატიული დეტალით გაფორმებული საცურაო კოსტიუმები მხოლოდ ფოტოებში გამოიყურება მიმზიდველად. მაგრამ წარმოიდგინეთ, შედეგად როგორი რუჯი გექნებათ.
ფუშ-აპი
ფუშ-აპიანი საცურაო კოსტიუმი ძალიან მოძველებული და არაკომფორტული სტილია. დიდხანს შრება და თანაც უცნაურად გამოიყურება, თუ პატარა მკერდი გაქვთ.
რეზინის მსგავსი ქსოვილისგან შეკერილი საცურაო კოსტიუმი
საბედნიეროდ, დასახელებული ტრენდი მოდიდან მალე გადავიდა, თუმცა ხანდახან მაინც შეინიშნება. ამ კოსტიუმით პლაჟზე გაჩერება, ფაქტობრივად, აუტანელია.
სტრინგი
პირველ რიგში, სტრინგი ყველა საჯდომზე კარგად არ გამოიყურება. მეორეც, მსგავსი საცურაო კოსტიუმი არაესთეტიკურია, როცა დედა ზღვაზე სტრინგებში გამოწყობილია პატარა შვილებთან ერთად.