მუდმივი სილამაზისა და ახალგაზრდობის საიდუმლო ყველასათვის ცნობილია:
ჯანსაღი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი, ანუ ვარჯიში. გარდა ამისა, არსებობს ცხოვრებისეული დეტალები, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, თუ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა.
წარმოგიდგენთ ათ ჩვევას, რომელიც ათი წლით გვაბერებს. ყურადღებით წაიკითხეთ და კარგად დაიმახსოვრეთ, რომ ასეთი შეცდომები აღარ დაუშვათ.
1. საძილე პოზიცია
მუცელზე წოლა - რამდენად კომფორტულადაც უნდა მოგეჩვენოთ, აუარესებს სისხლის მიმოქცევას ძილის დროს. ამიტომ ეცადეთ, ასე აღარ დაიძინოთ. იძინეთ, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები...
2. მზის სათვალის გამოყენება
თვალის გარშემო კანი ძალიან თხელი და სუსტია. ამიტომ აუცილებელია მზისგან მათი დაცვა. ასევე, მზეში თუ უსათვალოდ მოძრაობთ, ავტომატურად ჭუტავთ თვალებს, რაც სახეზე ნაოჭებს აჩენს,.ამიტომ გაითვალისწინეთ.
3. ჭამა
ყველაფერი, რასაც ჭამთ, თქვენს კანზე აისახება. დროა, თავი დაანებოთ ისეთ არაჯანსაღ პროდუქტებს, როგორებიცაა ჩიფსები, სწრაფი კვების საჭმელები და ა.შ.
4. ტელეფონზე საუბარი
ნუ გააკეთებთ ამას ისე, როგორც პირველ ფოტოზეა ნაჩვენები. ტელეფონის ასე დაჭერა მხარსა და ყურს შორის კისრის ნაოჭებს აჩენს. გაგრძელება