რჩევები

12 მარტივი ხერხი, თუ როგორ გადავიღოთ კარგი ფოტო

 12 მარტივი ხერხი, თუ როგორ გადავიღოთ კარგი ფოტო
გიყვართ სურათების გადაღება, მაგრამ ხშირად არ იცით, როგორი პოზა მიიღოთ ან რომელი კუთხით გადაიღოთ?
სტატიაში მარტივ წესებს გაგაცნობთ, რომლებიც პროფესიონალური სურათების გადაღებაში დაგეხმარებათ. უბრალოდ, სიმარჯვე, მოთმინება და მობილურის კამერა გჭირდებათ.


1. ყურადღება მიაქციეთ უკანა ხედს


ზოგჯერ ძალიან ლამაზი ფოტოც კი შეიძლება გააფუჭოს ცუდმა უკანა ფონმა. დეტალები ერთი შეხედვით ძნელად შესამჩნევია, მაგრამ როცა მოგვიანებით დაათვალიერებთ ფოტოებს, ნახავთ, რომ ცუდი ფონი მთელ ფოტოს ანადგურებს და აზრს უკარგავს. კარგი ხედის პოვნა კი ყველაზე მოულოდნელ ადგილებშიც შეგიძლიათ. მაგალითად, ეს
შეიძლება შენობის კედელიც იყოს. უბრალოდ, ყურადღება გაამახვილეთ მსგავს დეტალებზე და მომავლისთვის მოემზადეთ კითხვებისთვის: "სად გადაიღე ასეთი ფოტო? სად არის ეს ფონი/ხედი?" და ა.შ.




2. მოერიდეთ ძალიან ახლო ხედს

ახლოდან გადაღებულ ფოტოებში ხშირად უსწორმასწორო სახე ჩანს, რაც ნამდვილად არ გენდომებათ, თუ კარგი ფოტოს გადაღებას ცდილობთ. კამერა ცოტა შორს მოათავსეთ და ნახავთ, რომ უკეთესი სურათი გამოგივათ.



3. სცადეთ სხვადასხვა კუთხით გადაღება



მოდით, ერთმანეთს შევადაროთ ქვემოთ მოცემული ფოტოები. გვაქვს ფერადი ატრაქციონი და გვყავს ლამაზი მოდელი. როგორ გააერთიანებდით მათ ერთ ფოტოში? შეგიძლიათ, დადგეთ ატრაქციონის გვერდით და ჩვეულებრივი ფოტო გადაიღოთ, ან განსხვავებული კუთხით სცადოთ სელფის გადაღება. ასე გადაღებული სურათი კრეატიულია და თან, კარუსელის თავიც ჩანს. კუთხის შეცვლით, თითქოს, ფოტო უფრო ცოცხალი გახდა. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების. გაგრძელება




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93