ყველა ქალშია სილამაზე, რომელსაც სწორად წარმოჩენა სჭირდება, თუმცა, ოცდამეერთე საუკუნეში, როცა ქალები აქტიურად არიან ჩართულნი საზოგადოებრივ და სოციალურ საქმიანობაში, მათ ნაკლებად ან თითქმის არ რჩებათ დრო სარკის წინ ტრიალისთვის.
იდეალური მაკიაჟის გასაკეთებლად მართლაც დიდი დრო და ენერგიაა საჭირო, თუმცა, ჩვენ შეგვიძლია გაგიმხილოთ საიდუმლო, რომ ყოველდღე, სახლიდან გასვლის წინ, მხოლოდ 5 წუთი დახარჯოთ თვალისმომჭრელი მაკიაჟისთვის.
2 წუთი - სახის ტონირებისთვის
თუ სრულყოფილი მაკიაჟის გასაკეთებლად დრო არ გაქვთ და გიწევთ არჩევანის გაკეთება ერთ რომელიმე შტრიხზე, ზედმეტი ფიქრი არ ღირს, ყველაზე მნიშვნელოვანია სახის ტონირება. გაიკეთეთ ნათელი ფერები THEBALM-ის "ჰაილაითერით" Mary Lou Manizer ან GOLDEN ROSE Hilighter stick
მისი წასმა შეგიძლიათ მარტივად, თითის ბალიშებით, თვალების ქვემოთ ზონასა და ცხვირზე (ვერტიკალურად).
არ დაგავიწყდეთ საზღვრების მუქი ჩრდილებით გამოკვეთა, მეტი ბუნებრიობისთვის AVRIL-ის ან BÉRANGÉ MAKEUP ბრონზერით
1 წუთი - წარბებს
შემდეგი ძვირფასი წუთი წარბებისთვისაა დახარჯული. ლამაზად და ბუნებრივად გაკეთებული წარბები ხაზს უსვამს თვალებს უკეთესად, ვიდრე ნებისმიერი ჩრდილი და სახის კონტურები. ჩაიხატეთ წარბის ღერები მხოლოდ იქ, სადაც გაკლიათ და გაიმკვეთრეთ წარბის გარეთა საზღვრები L'ORÉAL PARIS Color Riche Eyebrow Pencil-ით. ფანქარს მეორე მხარეს აქვს ფუნჯი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ფერის გასანაწილებლად.
ასევე, იდეალური ეფექტისთვის მსუბუქად წაისვით FLORMAR წარბის პრაიმერი და შედეგი გაგაოცებთ.
1 წუთი - ტუჩებისთვის
ფორმის გამოსაკვეთად ან თუნდაც ნაკლოვანებების შესანიღბად კონტურირებისთვის შესანიშნავია FLORMAR- ის WATERPROOF LIPLINER, ისევე, როგორც AVRIL-ის ტუჩის ფანქარი და FLORMAR-ის OVERSIZE PENCIL LIPSTICK. სასურველი ფერის შერჩევის შემდეგ შეუხამეთ ფანქარს იმავე ტონალობის, შედარებით ღია ტუჩსაცხი და გადაინაწილეთ ტუჩზე. GOLDEN ROSE Velvet Matte Lipstick ფერების უდიდეს არჩევანს გთავაზობთ.
1 წუთი - წამწამებისთვის
კიდევ გაქვთ წასვლამდე დრო? მაშინ მოიმარჯვეთ ხელში FLORMAR-ის წყალგამძლე ტუში - X10 SCULPTING VOLUME MASCARA და აიპრიხეთ წამწამები ხელის ზიგზაგური მოძრაობით!
საჭიროა კოსმეტიკური საშუალებების სწორად შერჩევა და ამ ხანმოკლე, მნიშვნელოვანი პროცედურების შემდეგ თქვენ თვალისმომჭრელად ლამაზი იქნებით.
გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!