სალონური მომსახურება უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება და უფრო მომთხოვნები ხდებიან მომხმარებლებიც. მსოფლიოში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ სალონში მისვლისას მომხმარებლები ითხოვენ რეზულტატს კომპრომისების გარეშე. მათ სურთ, ჰქონდეთ ბუნებრივი, ლამაზი, ჯანსაღი თმა და აინტერესებთ, რისგან შედგება პროდუქცია, რომლითაც მას ემსახურებიან.
ამ ყველაფრის მისაღებად კი ორი მთავარი პირობა არსებობს. პირველი - პროდუქციის ხარისხი, რომლითაც მომხმარებელს ემსახურებიან და სტილისტის კვალიფიკაცია. სასურველი შედეგის მისაღებად ორივე კომპონენტი თანაბრად აუცილებელია. სწორედ ეს არის მიზეზი იმისაც, რომ დღეს თბილისში ზოგ სალონში თმის შეღებვა 20 ლარი ღირს, ზოგში კი - 200. საინტერესოა, რა ღირს რეალურად სალონური მომსახურება და რატომ ვიხდით ასეთ განსხვავებულ თანხას ერთსა და იმავე სიგრძის თმის შეღებვაში სხვადასხვა სალონში?
ინეტა აგაჯანოვი 25 წელია სტილისტია და როგორც თვითონ აღნიშნავს, საკუთარ განათლებაში საკმაოდ დიდი ინვესტიცია აქვს ჩადებული. მის სამუშაო ოთახში შესულს დიპლომებით სავსე კედლები აუცილებლად მოგხვდებათ თვალში. პროფესიონალურია სამუშაო გარემო - მაღალი ხარისხის ინსტრუმენტები და სამუშაო პროდუქცია, როგორც საღებავები, ისე თმის მოვლის საშუალებები. როგორც ინეტა განმარტავს, სწორედ ეს ორი კომპონენტი განსაზღვრავს იმას, რომ მისი მომსახურება იაფი ნამდვილად არაა, თუმცა მისი ყველა კლიენტი ბედნიერი და კმაყოფილია.
„სალონური მომსახურების ფასს განსაზღვრავს პროდუქციის ხარისხი და სტილისტის კვალიფიკაცია. მაგალითად, შეღებვაზე რომ ვისაუბროთ, საღებავის წასმა ალბათ ყველას შეუძლია, მაგრამ თმაზე სწორად დატანება - ძალიან ცოტას. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკა, რომ სწორად შეირჩეს ფერი, შეიქმნას სწორი რეცეპტი და სწორად დაიტანოს მიღებული მასა. უბრალოდ საღებავის გადასმით სასურველ ფერს და ჯანმრთელ თმას ნამდვილად ვერ მივიღებთ. ამ ყველაფერს კი განათლებული და კვალიფიციური სტილისტი სჭირდება. მე, პირადად, 25-წლიანი გამოცდილება მაქვს და დღემდე დავდივარ საერთაშორისო ტრენინგებზე, ყველა სიახლეს ვსწავლობ. როდის რა დაგჭირდება, არ იცი. შეღებვისას ასევე გადამწყვეტია საღებავის ხარისხიც. კარგი საღებავი თანაბრად ღებავს თმას, მას ბზინვარებას ანიჭებს და ფერი მდგრადია. მე, მაგალითად, Wella Professional-ის საღებავებით ვმუშაობ“, - განმარტავს ინეტა აგაჯანოვი.
ეს ყველაფერი ქართველ მომხმარებელს ჯერ კიდევ არ აქვს კარგად გაცნობიერებული. მიზეზი მარტივია. სამწუხაროდ, სალონების მხოლოდ მცირე ნაწილი სთავაზობს მათ სრულყოფილ მომსახურებას. პრობლემის მოგვარებას ცდილობს Wella Professionals Studio, რომელიც საქართველოში პროგრამა CASE-ს ნერგავს. ეს არის 4-ნაწილიანი პროგრამა, რომელიც მოიცავს კონსულტაციას, მარკეტინგს, სერვისებს და განათლებას.
Wella Professionals Studio-ში განმარტავენ, რომ აღნიშნული პროგრამის მიხედვით, კარგი სალონური მომსახურების დროს სტილისტმა უნდა განახორციელოს კონსულტაცია. ეს გულისხმობს თმის დიაგნოსტირებას და იმის დადგენას, თუ რა იქნება საუკეთესო ფერი თუ ვარცხნილობა კონკრეტული მომხმარებლისთვის. აღნიშნულს კი სჭირდება განათლება. 21-ე საუკუნეში როგორც სხვა პროფესიის წარმომადგენლებს სჭირდებათ განათლება, ისეა სტილისტიც. ეს არ არის ხელობა. ეს არის ხელოვნება, რომელსაც საკმაოდ დიდი კვალიფიკაცია სჭირდება. რაც შეეხება სერვისს, ესეც უნდა იყოს სრულყოფილი და მრავალფეროვანი. მაგალითად, დღეს სალონების უმეტესობაში არის მომსახურება - თმის შეღებვა. ამ დროს კი რეალურად არსებობს შეღებვა, ფერის გასწორება, ფერის გაახლება, თმის ლამინირება. ეს ყველა სხვადასხვა სერვისია სხვადასხვა ღირებულებით და არა - შეღებვა. დღეს მომხმარებელი სალონში უნდა მიდიოდეს იმიტომ, რომ მიიღოს სრულყოფილი სერვისი და არა უბრალოდ შესაღებად.
როგორც უკვე ითქვა, სალონური მომსახურების დროს სტილისტის კვალიფიკაციასთან ერთად, მნიშვნელოვანია პროდუქციის ხარისხი. სწორედ ამ ტრენდებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე WellaProfessional-მა თმის შეღებვა სრულიად ახალ დონეზე აიყვანა და მომხმარებელს შესთავაზა საღებავი, რომელიც ბუნებრივ, ლამაზ და ჯანსაღ თმას უზრუნველყოფს.
„თმის შეღებვა დღეს ძალიან აქტუალურია, თუმცა სასურველი შედეგის მიღება - არც ისე მარტივი. სწორედ ამიტომ WellaProfessional-მა შეცვალა საღებავის ტექნოლოგია და ახალი Pure Balance ტექნოლოგია დანერგა. თმაში არსებობს მეტალები, რომლებიც ბუნებრივ მდგომარეობაში ზიანის მომტანი არაა. მაგრამ შეღებვის დროს, როცა თმაზე წყალბადის ზეჟანგი ხვდება, მასთან რეაქციაში შედის და წარმოიქმნება თავისუფალი რადიკალები. სწორედ ეს თავისუფალი რადიკალები ანგრევენ თმის სტრუქტურას, არღვევენ თმის მოლეკულების ჯაჭვს, რის შედეგადაც თმა სასურველ ფერზე აღარ იღებება. Pure Balance ტექნოლოგიით კი ეს რადიკალები კაფსულდება და ფერის მოლეკულების სწორ გააქტიურებას ხელს აღარ უშლიან. ვიღებთ ერთიან ბუნებრივ ტონს და ბზინვარე თმას“, - განმარტავენ Wella Professionals Studio-ში.
საერთო ჯამში კი, ეს ყველაფერი არის მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ასეთი განსხვავებული ფასები ერთსა და იმავე მომსახურებაზე სხვადასხვა სალონში. კვალიფიციური სტილისტი და მაღალი ხარისხის პროდუქცია კარგი შედეგი და ბედნიერი, კმაყოფილი მომხმარებლის საწინდარია.