ამერიკელი ვიზაჟისტი ლავონი გვიჩვენებს, თუ რომელი ხრიკები დაგვეხმარება, გამოვიყურებოდეთ უფრო ახალგაზრდულად.
როგორ მიანიჭოთ სახეს ახალგაზრდული იერი მაკიაჟის დახმარებით
1. შეარჩიეთ ზუსტად კანის ფერის თვალის კონსილერი
ზედმეტად მუქი ფერის თვალის კონსილერი ჩაღრმავებული თვალების ეფექტს ქმნის, ზედმეტად ღია ფერი კი - შეშუპებულ ეფექტს. ერთიც და მეორეც სახეს აბერებს და გამაახალგაზრდავებელი მაკიაჟისთვის გამოუსადეგარია.
2. გამოიყენეთ მაქსიმალურად ღია ფერის "რუმიანა"
როგორ გაიკეთოთ ისეთი მაკიაჟი, რომ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ? რეკომენდებულია ფერმკრთალი კრემისფერი-ვარდისფერი "რუმიანა", რომლითაც მხოლოდ მსუბუქად შეიღებავთ ღაწვებს. ეს ასაკს მაშინვე გაკლებთ და კანი სუფთად გამოიყურება.
3. დაივიწყეთ მარგალიტისფერი პომადა
მარგალიტისფერი ტუჩები კვეთს წვრილ ნაოჭებს და არათანაბარ ზედაპირს, რის გამოც ტუჩი ასაკოვანი ჩანს. ღია ფერი გსურთ? გლუვი პომადის ზედაპირზე გადაისვით გამჭვირვალე „ბლესკი“ ან გამოიყენეთ პომადა „ლაქის“ ეფექტით, რათა უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ.
4. კონტურინგი? არა!
დაიმახსოვრეთ! რაც უფრო ნაკლებად „გაკეთებულია“ თქვენი სახე, მით უფრო ახალგაზრდაა. ცოტაოდენი ჰაილაითერი ღაწვებზე წაგადგებათ, მაგრამ მძიმე კონტურინგით მხოლოდ რამდენიმე წელს მოიმატებთ.
5. იპოვე კარგი ტუში
როგორ გაიკეთოთ გამახალგაზრდავებელი მაკიაჟი თვალებზე? იდეალური ტუში წამწამებს უნდა აგრძელებდეს ისე, რომ არ მატებდეს მას მოცულობას. მაშინ თვალებს ახალგაზრდული გამომეტყველება აქვს და ქუთუთოებზე სიმძიმის შეგრძნება არ გაქვთ.