ყველა გოგონას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ერთი პალიტრა მაინც. ეს არა მარტო მოსახერხებელია, არამედ ძალიან კარგი საშუალებაა, ჩაატარო სილამაზის ექსპერიმენტები და გაიკეთო ყველაზე მოდური მაკიაჟი.
გთავაზობთ 2018 წლის შემოდგომაზე ტრენდული ფერების კრებულთა ათ ხარისხიან და ხელმისაწვდომ ვერსიას, რომ გამოიყურებოდეთ მოდურად და თვალისმომჭრელად.
თვალის ჩრდილი - COZY QUARTET EYESHADOW
ფლორმარის ეს ოთხფერიანი პალიტრა ძალიან კომფორტული და საჭიროა. კლასიკური კომბინაციის, შავისა და თეთრის გარდამავალი ტონები. 2 - მკვეთრი კონტურირებისთვის და 2 - გარდამავალი მეტი ბუნებრიობისთვის.
ჩრდილების პალეტი - Meet Matte Trimony Eyeshadow
გსურთ გამოიყურებოდეთ თვალისმომჭრელად და ამავდროულად, ბუნებრივად? მაშინ ეს პალიტრა თქვენთვის ნამდვილი აღმოჩენა იქნება.
თვალის ჩრდილთა პალეტი - Nudes Eyeshadow Palette
MAYBELLINE NY-ს ამ პალიტრაში კი შემოდგომის ფერებია ერთად თავმოყრილი. თქვენ შეძლებთ გამოიყურებოდეთ მომხიბლავად ყოველდღიურად და იყოთ ყურადღების ეპიცენტრში წვეულებაზეც.
მფ თვ ჩრდილი სმოუქ აი დრამა
კიდევ ერთი ოთხფერიანი პალიტრა ნებისმიერი ასაკის, იმიჯისა და ცხოვრების სტილის მქონე ქალისთვის, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლიათ გამოიყენოთ.
თვალის ჩრდილი - EYE SHADOWS OPAL
პატარა და მოსახერხებელი. ამ თვალის პალიტრისთვის ყველა ქალის ჩანთაში მოიძებნება ადგილი. ის შეგიძლიათ წაიღოთ სამსახურში, მნიშვნელოვან შეხვედრაზე, პაემანზე ან წვეულებაზეც კი.
თვალის ჩრდილი - COLOR PALETTE EYESHADOW
ცდებით, თუ გგონიათ, რომ ნათელი ფერების ნაკრები მხოლოდ გაზაფხულსა და ზაფხულშია ტრენდული. შემოდგომაზეც მნიშვნელოვანია გაახალისოთ თქვენი სტილი, ამისთვის კი ეს პალიტრა საუკეთესო არჩევანია.
თვალის ჩრდილი - Wet & Dry Eyeshadow
თვალის ჩრდილი სველი და მშრალი ეფექტებით განსაკუთრებულ ელფერსა და ქარიზმას შემატებს თქვენს ყოველდღიურობას. ამ ოთხ პატარა ბურთულას ხანგრძლივი დროით შეუძლია საოცარი ეფექტი მიანიჭოს თქვენს თვალებს. ძალიან მარტივად ერევა ფერები ერთმანეთში, რაც დაგეხმარებათ სასურველი ფერის შექმნაში.
თვალის ჩრდილი - EYE SHADOW DIAMOND TRIO
ბრწყინვალე ტრიო. მუქი და ღია ტონის კომბინაციას ბუნებრივსა და შთამბეჭდავს ხდის შუა, გარდამავალი ფერი. გარდა ამისა, შეგიძლიათ თვალები ერთ რომელიმე ფერში შეიღებოთ და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიაღწიოთ შესაშურ შედეგს.
თვალის ჩრდილის ბოქსი მაქსი
ამ მაღალი ხარისხის თვალის ჩრდილის პალიტრას აქვს 4 განსხვავებული ფერი, ინტეგრირებული სარკე და მოჰყვება პატარა ფუნჯი, რაც საქმიანი ქალბატონებისთვის განსაკუთრებით მოსახერხებელია.
უნივერსალური პალეტი თვალისა და სახისთვის - The City
დაბოლოს, უდიდეს ტრენდული ფერების არჩევანს გთავაზობთ უნივერსალური პალიტრა თვალისა და სახისთვის.