ბზინვარე მაკიაჟის ტრენდი თმის შეღებვის წესებზეც აისახა და ცნობილი გახდა სახელწოდებით #shimmer.
მისი მომგებიანე მხარე ისაა, რომ იღებება თქვენი თმის მხოლოდ გარკვეული ნაწილი, სხვადასხვა კუთხეში და სხვადასხვა განათების დროს იცვლის ჩრდილებს. თუმცა ყოველთვის ბზინვარებს!
#shimmer-ი არა თმის შეღებვის ახალი ტექნიკა, არამედ L’Oréal Professionnel პალიტრის ახალი ფერები გახლავთ. ის ნებისმიერი ტიპის თმას უხდება - ქერას, შავგვრემანს თუ ჟღალს. სტილისტის მთავარი დანიშნულებაა, ზუსტად შეურჩიოს თმას შესაფერისი ელფერი.
#shimmer-ის კიდევ ერთი დადებითი თვისება - თმის შეღებვისას სალონში მხოლოდ 2-3 საათის გატარება მოგიწევთ, თმაზე კი ორ თვემდე ნარჩუნდება. მაშინაც კი, თუ შენთვის ჭაღარა უკვე ცნობილი პრობლემაა, #shimmer-ი ამ პრობლემის გადაჭრის შესანიშნავი საშუალება იქნება. პალიტრაში 4 მარგალიტისფერი ელფერია, რომელიც მოიცავს ვერცხლისფერს, პლატინისა და ნაცრისფერებს.