"მარაო.გე"-ს ჟურნალისტები პერიოდულად სხვადასხვა ვიდეოტუტორიალს წარმოგვიდგენენ.
ამჯერად, ნათია ხუნაშვილი გასწავლით, თუ როგორ უნდა გაიკეთოთ საკუთარი ხელით ორიგინალური ვარცხნილობა.
ამისათვის სულ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ.
გაიყავით თმა შუაზე. გვერდებიდან ცოტ-ცოტა თმა წამოიღეთ და ნიკაპის ქვემოთ შეიკარით პატარა რეზინებით (ორ ადგილას).
შემდეგი შეკრული ნაწილი პირველში გააძვრინეთ და ასე გააგრძელეთ ბოლომდე.
დასასრულ, თმა თავს უკან გადაიტანეთ და ორიგინალური ვარცხნილობა მზადაა!
სცადეთ და კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები.