რჩევები

თმის მოვლის ინსტრუქცია: ხრიკები, რომელთა ცოდნაც ნებისმიერ ძვირად ღირებულ საშუალებაზე მნიშვნელოვანია

თმის მოვლის ინსტრუქცია: ხრიკები, რომელთა ცოდნაც ნებისმიერ ძვირად ღირებულ საშუალებაზე მნიშვნელოვანია
შემოდგომა-ზამთარში თმა განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. სიცივეში თმა სუსტდება, ხდება მტვრევადი, გამომშრალი, იყოფა ბოლოები. გარდა ამისა, ქუდის ხშირი ტარება იწვევს თმის ცვენასა და გაცხიმიანებას. გთავაზობთ რჩევებს, როგორ დაიცვათ თმა სიცივისაგან.

1. თმის დაბანის დროს, გააკონტროლეთ წყლის ტემპერატურა. წყალი უნდა იყოს ზომიერად თბილი. ცხელი წყალი აშრობს და აუხეშებს თმას. ტემპერატურის კონტრასტი გააუმჯობესებს თავის კანში სისხლის მიმოქცევას, ეს კი ეხმარება თმის ძირებს საკვების მიღებაში.

2. არ დაიბანოთ თმა ყოველდღე, რადგან ყოველდღე თმის დაბანა აშრობს როგორც თმას, ასევე კანს.
დაიბანეთ კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ.

3. არ დაივარცხნოთ თმა, სანამ კარგად გაგიშრებათ. სველი თმის ძირები გაფართოებული და მტვრევადია. სავარცხლის კბილები ასეთ დროს თმის ღერებს ყოფს, რაც ასევე თმის ცვენის კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორია.

4. ეცადეთ, არ გაიშროთ თმა ცხელი ფენით. ცხელი ჰაერის ნაკადი იწვევს თმის ბოლოების დაყოფას, გამოშრობას და ხშირ შემთხვევაში თმის დაწვას.

5. შეარჩიეთ ხარისხიანი თმის მოვლის საშუალებები. ამისათვის აუცილებელი არ არის ძვირად ღირებული შამპუნების შეძენა. არსებობს ხარისხიანი შამპუნებიც, რომელთა შეძენაც შესაძლებელია ხელმისაწვდომ ფასად, თანაც სახლიდან გაუსვლელად:

შამპუნი Herbal Time ბზინვარება და ელასტიკურობა



შამპუნი Herbal Time თმის ძირების გასამაგრებელი


ულტრა დუ შამპუნი. ავოკადო დაზიანებული თმის


შამპუნი ნუშის


შამპუნი შავი თალგამი ცხიმიანი თმისა და ქერტლის საწინააღმდეგო


6. ასევე, არსებობს ერთი ძალიან ჭკვიანური და გამოცდილი ხერხი, თმის კალცით გასაჯერებლად. გახსენით 70 გრამ თბილ წყალში ერთი სუფრის კოვზი თაფლი და შეურიეთ კარგად დაფხვნილი 20 აბი ასპირინი და 20 აბი კალცი გლუკონატი. როცა კარგად გაიხსნება, შეურიეთ შამპუნში, რომლითაც რეგულარულად იბანთ თმას. ეცადეთ, რაც შეიძლება კარგად აიქაფოთ შამპუნი თმაში. გაიკეთეთ თითების მარტივი მოძრაობით მასაჟი თავზე... შედეგი გაგაოცებთ.

7. ხარისხიანი შამპუნი კარგია, მაგრამ მას აუცილებლად უნდა მიახმაროთ ბალზამი. მით უმეტეს, თუ თმას ხშირად იღებავთ...

ულტრა დუ გამავლებელი - ნორმალური თმის ბზინვარება


ულტრა დუ გამავლებელი - ავოკადო დაზიანებული თმის


ფრუქტისი გამავლებელი - გაყოფილი ბოლოების


ულტრა დუ გამავლებელი - შეღებილი თმისთვის


აბუსალათინი ბალზამი შეღებილი თმისთვის


8. ნუ დაიზარებთ, შამპუნით კარგად დაბანის შემდეგ თმაში ნიღბის შეზელას. გახსოვდეთ, არაა აუცილებელი, ნიღაბი გულმოდგინედ ჩამოირეცხოთ თმიდან:

თმის ნიღაბი დამატენიანებელი


თმის ნიღაბი შეღებილი თმისთვის


ფრუქტისი ნიღაბი - შეღებილი თმისთვის


9. დაბოლოს, სრულყოფილებისთვის, გაიკეთეთ ხოლმე ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებული ნიღაბი თმაზე. ეს ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიური და ეფექტური ხერხია თმის მოსავლელად. გთავაზობთ ერთ-ერთი გამოცდილი და მარტივად მოსამზადებელი ნიღბის რეცეპტს:

თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს კონიაკი და თაფლი. დაუმატეთ კვერცხის გული. კარგად მოურიეთ. მიღებული ნარევი წაისვით სუფთა თმაზე, გაიჩერეთ ნახევარი საათი და ჩამოიბანეთ. ბოლოს გადაივლეთ წყალში გახსნილი ლიმონის წვენი.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31