გთავაზობთ სახის კანის სწორად მოვლის წესებს.
1. დილით დაიბანეთ სახე საპნით, გაიმშრალეთ ფრთხილად რბილი პირსახოცით და აუცილებლად წაისვით დღის კრემი, ან ზეთი, რომ არ გამოგიშრეთ კანი.
კრემი შეარჩიეთ სახის კანის ტიპის მიხედვით
გირჩევთ გამოიყენოთ:
დღის კრემი სიწითლისკენ მიდრეკილი კანისთვისზეთოვნების მაკონტროლირებელი დამატენიანებელი, სპეციალური კრემი ახალგაზრდა, უსუფთაობისკენ მიდრეკილი კანისთვის
ნაოჭების საწინააღმდეგო დამატენიანებელი კრემი:
თუ ვერ დაადგინეთ რა ტიპის სახის კანი გაქვთ, შეგიძლიათ წაისვათ სახის დამატენიანებელი კრემი ნებისმიერი ტიპის კანისთვის:
2. აუცილებლად წაისვით დამცავი კრემი ანუ მაკიაჟის ბაზა ფერუმარილის გაკეთებამდე. რამდენადაც ხარისხიანი არ უნდა იყოს კოსმეტიკური საშუალება, გარკვეულ არასახარბიელო გავლენას ახდენს სახის კანზე, მით უმეტეს თუ მაკიაჟს რეგულარულად იკეთებთ.
3. თუ განსაკუთრებული საჭიროება არ არსებობს, თავი აარიდეთ ტონალურ კრემებს, ჩაანაცვლეთ ის ხარისხიანი BB კრემით.
4. ტუჩებსაც ისევე სჭირდება მოვლა, როგორც სახის კანს. გამოიყენეთ ტუჩის გელი ქარიან ამინდში გარეთ გასვლისას, ტუჩსაცხის ტუჩზე დატანამდე, დაბანის შემდეგ...
5. ასევე განსაკუთრებით მგრძნობიარე და ნაზია კანი თვალების გარშემო, ნუ დაგრჩებათ უყურადღებოდ თვალების ტერიტორია, წაისვით დამატენიანებელი.
6. გაიწმინდეთ სახე, მინიმუმ კვირაში 2-3-ჯერ შავი წერტილებისგან გამწმენდი გელით.
7.ნუ დაგეზარებათ კვირაში ორჯერ გამონახოთ დრო სახის ნიღბებისთვის, თუ თქვენი ასაკი აღემატება 30 წელს:
გირჩევთ:
ბიო-ოქროს სახის ნიღაბი
თვალისა და სახის აღმდგენი ნიღაბი
8. არავითარ შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ მაკიაჟის მოშორება ძილის წინ.
თუ გაქვთ ცხიმიანი კანი:
თუ გაქვთ კომბინირებული და მგრძნობიარე კანი:
თუ გაქვთ პრობლემური კანი:
თუ ჯერ ვერ დაადგინეთ თქვენი სახის კანის ტიპი: