მოვლილი ფრჩხილები ქალის სავიზიტო ბარათია. თუმცა ბევრს არ გამოსდის ფრჩხილების ლამაზად მოხატვა და გალამაზება. იმისთვის, რომ მანიკიურის რეგულარულმა გამოყენებამ ფრჩხილი არ დაგიზიანოთ, უნდა შეარჩიოთ ხარისხიანი ლაქები და ლაქის მოსაშორებელი საშუალებები.
ხარისხიანი პროდუქციიით ფრჩხილზე მუშაობა უფრო მარტივი და მოსახერხებელიცაა. თუ არ გაქვთ დრო სისტემატურად სალონში სიარულისთვის, გთავაზობთ მარტივი მანიკიურის იდეებს, რომელთა გაკეთებასაც თავად შეძლებთ მოკლე დროში.
1. დაგჭირდებათ ორი ფერის მანიკიური, ბადე და ღრუბელი. იდეალური ვარიანტია შავისა და თეთრის კომბინაცია.
აირჩიეთ ფერი
2. ელეგანტური და მარტივი, ეს ორი სიტყვა ზუსტად შეეფერება ამ მანიკიურს.
წაისვით თეთრი ლაქი. დახატეთ მოხვეული ხაზი, რომელიც თეთრსა და შავ ფერებს გაყოფს და შეიღებეთ შავად შავი ზოლის მეორე მხარე.
დაგჭირდებათ კვლავ ორი ფერის ლაქი და ფრჩხილზე სახატავი ინსტრუმენტი:
აირჩიე ფერი
შეიძინე ონლაინ
3. ლურჯისა და თეთრის კომბინაცია + ღუზა.
წაისვით გლუვი თეთრი ფერის ლაქი, გაიკეთეთ ლურჯი საშუალო სისქის ზოლები ფრჩხილზე სახატავი ინსტრუმენტით ოთხ თითზე. შემდეგ მეხუთე თითზე მოხაზეთ ღუზა მარტივად, მუქი ფერის ლაქით (სასურველია კრემისფერი, ოქროსფერი ან ყავისფერი). როცა ღუზა გაშრება, მასზე კვლავ ფრჩხილის სახატავი ინსტრუმენტით გადაატარეთ გლითერი ლაქი.
4. მანიკიური შავი ზოლებით
ერთი შეხედვით შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ თქვენ გაქვთ სპეციალური შავი ფანქარი ფრჩხილებისთვის, ძალიან გაგიმართლათ. წაისვით სასურველი ფერის გლუვი ლაქი და მოიხატეთ სწორი ხაზები ფრჩხილის ფანქრით ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები.
5. არანაკლებ მოდური და ლამაზია ცისფერი კოპლები თეთრზე, ან პირიქით.
შეგიძლიათ ფერები შეცვალოთ სურვილისამებრ. მთავარი კოპლების დახატვის პრინციპია. წაისვით ფრჩხილზე ლაქი. როცა კარგად გაგიშრებათ, მოიმარჯვეთ ფრჩხილზე სახატავი ინსტრუმენტი, დაასველეთ სასურველი ფერის ლაქით და ფრჩხილზე თითო შეხებით თითო წერტილი დაიხატება. რაც შეეხება კოპლების ზომას, ის ინსტრუმენტზე მანიკიურის რაოდენობის პირდაპირპროპორციული იქნება.
იმის მიუხედავად, რომ ხარისხიანი ფრჩხილის ლაქები მალე შრება, შეგიძლიათ დროის ეკონომიის მიზნით გამოიყენოთ მანიკიურის საშრობი:
გამოიყენეთ ლაქის მოსაშორებელი საშუალებები, რომლებიც არ შეიცავს აცეტონს: