რჩევები

როგორ დავირბილოთ გამომშრალი ტუჩები

როგორ დავირბილოთ  გამომშრალი ტუჩები
ტუჩებზე, ისევე როგორც კანზე, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა აისახება. მოლურჯო ელფერი ხშირად გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების დაავადებებზე მეტყველებს. სიმშრალე და ნახეთქები ვიტამინების, კერძოდ, B2 ვიტამინის ნაკლებობას მიუთითებს. ჩვეულებრივმა ტუჩსაცხმა ზოგჯერ შეიძლება ანთებითი რეაქცია გამოიწვიოს. ანთებითი პროცესის განვითარებისას აუცილებელია ტუჩებზე ანთების საწინააღმდეგო მალამოს წასმა. თუ ანთება გახანგრძლივდა, ღამით ტუჩები უნდა გაიწმენდოს ზეთით და ძილის წიგვირილის საფენი გაკეთდეს.

იმის გათვალისწინებით, რომ ტუჩები მუდმივად განიცდიაქარის, მზის, ყინვისა და სხვა ფაქტორების ზემოქმედებას, საჭიროა პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება.

მავნე ჩვევაა ტუჩების ლოკვა, მოკვნეტა.
წითელი არშიის დაზიანება ხშირად სიმშრალის განვითარებისა და ინფექციების გამომწვევებისათვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის. სიცივეში ხანგრძლივად ყოფნისას ლორწოვანი გარსისა და ტუჩების წითელი არშიის სისხძარღვები ვიწროვდება, სისხლის მიმოქცევა უარესდება, ვითარდება სიმშრალე, აქერცვლა და წვრილი ნახეთქები. ენით ტუჩების ლოკვა აღრმავებს ამ პროცესს, ამიტომ ეს ჩვევა უნდა მოიშალოთ.

წითელ არშიაზე მუდმივად უნდა წაისვათ კაკაოს ზეთი აჰიგიენური პომადა. ეს საშუალებები ანთების განვითარებას ეწინააღმდეგება, იცავს ტუჩებს და ეხმარება უკვე არსებული ანთებისას შეხორცების პროცესს. ტუჩებზე გლიცერინის წასმა არაა რეკომენდებული, რადგანაც ის კანის სიმშრალეს იწვევს.
Image result for woman lip care  gif
ზოგჯერ ანთებითი რეაქცია ვითარდება მზის სხივებისადმი მომატებული მგრძნობელობისას. თუ დროულად არ მიიღებთ ზომებს, სიმშრალე და აქერცვლა გადავა ქრონიკულ ანთებაში. ანთებითი პროცესის ასიმშრალის დროს არ შეიძლება ტუჩსაცხის ხმარება, საჭიროა დერმატოლოგის კონსულტაცია. უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება ჰიგიენური ტუჩსაცხის ხმარება.

ქალებს, რომლებიც ტუჩსაცხს არ იყენებენ, ტუჩების წითელი არშია უნაოჭდებათ და უშრებათ. ეს განსაკუთრებით ხშირია მწეველ ქალებთან. ტუჩსაცხი არბილებს კანს და იცავს გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან.

ძილის წიტუჩები უნდა გაისუფთაოთ, მოიცილოთ ტუჩსაცხი ზეთით, კრემით ამაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებით. თუ მდგრად ტუჩსაცხს იყენებთ, სპეციალური საშუალებით ფრთხილად, ტუჩის კანის დაჭიმვის გარეშე უნდა გაიწმენდოთ ტუჩი. ამის შემდეგ წაისვით კრემი აბალზამი.
Image result for woman lip care  gif
კვირაში ერთხელ ტუჩებიდამოიშორეთ მკვდარი უჯრედების ფენა. ამისათვის არსებობს სპეციალური პილინგი კრემის აჰიგიენური ტუჩსაცხის სახით. ანალოგიური ეფექტი შეიძლება მიიღოთ ცივ წყალში დასველებული კბილის ჯაგრისით ტუჩების რეგულარული მასაჟით. ეს პროცედურა ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, რის გამოც ტუჩები ხდება უფრო ელასტიკური და უმჯობესდება მისი ფერი. ტუჩების სილამაზისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად საჭიროა ბალზამის აკრემის რეგულარული გამოყენება. ისინი უნდა წაისვათ ფუძედ, ტუჩსაცხის ქვეშ და ძილის წიკანის დასარბილებლად. ამგვარი ეფექტის მიღება შესაძლებელია ნატურალური, შიდამზადებული ნიღბებითაც.
წაიკითხეთ სრულად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93