მშრალი და გაუხეშებული კანი ზამთრის პერიოდში იშვიათი მოვლენა ნამდვილად არ არის.
ტემპერატურისა და ჰაერის ტენიანობის ცვლა ხელს უშლის კანს, შეინარჩუნოს სინაზე და ტენიანობა. ამიტომაც ზამთრის პერიოდში საჭიროა კანისთვის ჯანმრთელი მდგომარეობის შენარჩუნება. ჩვენ გასწავლით, თუ როგორ მოამზადოთ სახლის პირობებში სახის კანის მკვებავი ნიღაბი.
მომზადების წესი:
აურიეთ, მიღებული მასა წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ სახე და წაისვით მკვებავი ნელსაცხებელი.
მშრალი კანისთვის ასევე კარგი პროდუქტია თაფლი, თუმცა თუ ალერგიული ხართ მის მიმართ, ჯობია, მოერიდოთ და სხვა საშუალებები გამოიყენოთ.
თუ თქვენ გაქვთ ნორმალური ტიპის სახის კანი, საჭიროა, მას ტენიანობა შეუნარჩუნოთ, რომ არ გამოშრეს.
მომზადების წესი: აურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთში. მიღებული მასა წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ სახე და წაისვით მკვებავი ნელსაცხებელი.
ქეთა ავსაჯანიშვილი