რჩევები

საკუთარი თვალით ნახე: როგორ გამოვიყენოთ წინდები მაკიაჟის ღრუბლის ნაცვლად

საკუთარი თვალით ნახე: როგორ გამოვიყენოთ წინდები მაკიაჟის ღრუბლის ნაცვლად
Instagram-ბლოგერებს უყვართ სიახლეებით ჩვენი გაოცება, ამიტომ ტონალური კრემისა და სახის სხვა საშუალებების წასასმელად ყოველთვის რაიმე ახალს იყენებენ. მაგ: ერთ-ერთმა გოგონამ მაკიაჟისთვის ბიუსჰალტერის სილიკონი გამოიყენა. რამდენად მუშაობს ეს და სხვა უცნაური წასმის საშუალებები - გაიგეთ ჩვენს სტატიაში.

ვიზაჟისტმა ჰუდა კატანმა ეს ხრიკი საკუთარ Instagram-პროფილზე გვიჩვენა, ბლოგერმა რომინა მიშელმა კი გადაწყვიტა მის მაგალითს მიჰყოლოდა. ბიუსჰალტერის სილიკონით გაიკეთა დაჩრდილვა, კონტურინგი და დაიმატა ჰაილაითერი. რომინა ირწმუნება, რომ მაკიაჟი შესანიშნავი გამოვიდა და ეს საშუალება მოქმედებს.


წინდა მიკროფიბრით

თუ მოხდა ისე, რომ არ
აღმოგაჩნდათ ღრუბელი, აიღეთ ჩვეულებრივი წინდა. ამერიკელი ბლოგერი, ანტუანეტა მური გვირჩევს შევარჩიოთ რბილი ქსოვილი: ბამბის ნაცვლად აიღეთ მიკროფიბრი, რათა ხახუნის ზემოქმედება არ იყოს ძლიერი. ტონალური ნაწილდება უფრო თანაბრად და არ კარგავს სისქეს.


პომადა

მათთვის, ვისაც სახის კონტურინგის გაკეთება დღემდე უჭირს, ბლოგერი რომინა მიშელი სუპერ საშუალებას გვიჩვენებს: ტრაფარეტის სახით გოგონამ პომადა გამოიყენა. წაისვით ის ყვრიმალებთან და სწორად გაავლეთ ხაზი, შემდეგ კი ღრუბელით ან ფუნჯით გადაანაწილეთ.

ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი

ბლოგერმა ანტუანეტამ Instagram-ზე იპოვა ვიდეორგოლი, როგორ დავიხატოთ ჭორფლი, თუ ის არასდროს გვქონია. დაჭერით ღრუბელი პატარა ნაჭრებად, მსუბუქად წაუსვით მას წარბების პომადა და მსუბუქი შეხებით მოიარეთ სახეზე.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი