რჩევები

ახალგაზრდობის საიდუმლოებები: 80 წლის ქალი გვიამბობს თუ როგორ შევძლოთ რამდენიმე ათეული წლით ახალგაზრდულად გამოვიყურებოდეთ

ახალგაზრდობის საიდუმლოებები: 80 წლის ქალი გვიამბობს თუ როგორ შევძლოთ რამდენიმე ათეული წლით ახალგაზრდულად გამოვიყურებოდეთ
80 წლის ფილომენა უერიხე პლაჟზე ბიკინიში გამოჩენასა და მოხდენილი სხეულის დემონსტრირებას არ ერიდება. ყველაფერი კი იმიტომ, რომ მან იცის სამი მთავარი საიდუმლო, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს, როგორც 50 წლის ქალი.

„ყოველ დილით სიცოცხლის სურვილით ვიღვიძებ - მაქვს სურვილი და ენერგია, რომ დავეხმარო სხვებს გახდნენ ისეთები, როგორიც სურთ და ეს ცხოვრებას მიხანგრძლივებს“ - ჰყვება ფილომენა, 4 შვილის დედა, რომელმაც ოქტომბერში 80 წლის იუბილე აღნიშნა.

1. დიეტა 70-20-10
დღის რაციონის 70%-ს უნდა შეადგენდეს ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული, 20%-ს -
ცილები (ქათამი, თევზი), 10%-ს - ცხიმები, მიიჩნევს ფილომენა. „ბევრი დაჭრა და მომზადებაა საჭირო, მაგრამ ამად ღირს“.

2. სირბილი
სირბილი მან 40 წლის შემდეგ დაიწყო: „ჩემმა შუათანა ქალიშვილმა სკოლაში სპორტული სტიპენდია მიიღო და როცა გაიგო, რომ კვირაში 3-ჯერ საჭირო იყო 5 კმ გარბენა, მასთან ერთად სირბილი შემომთავაზა. უარი როგორ უნდა მეთქვა?“

შემდეგ მან გადაწყვიტა მსგავს დისტანციაზე გარბენის შეჯიბრებებში მონაწილეობა მიეღო - და თავის შტატში ყოველ წელს 40 წლიდან 75 წლამდე იმარჯვებდა. ფილომენა მიიჩნევს, რომ წარმატების მისაღწევად აუცილებელია კონკრეტული მიზანი.

3. მადლიერება
ფილომენა ყოველდღე იწერს დღიურში რისთვის და ვისი მადლიერია. „ეს მეხმარება ტვინისა და სხეულის დაბალანსებაში, მეხმარება კარგი ფორმის შენარჩუნებაში. როცა ვინმეს მადლიერი ვართ, უფრო პოზიტიურები და ბედნიერები ვხდებით, რაც გვეხმარება ვიზრუნოთ სხეულზე და ზოგადად თვითშეგრძნებაზე“.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93