რჩევები

დეტოქს-გეგმა და რჩევები საქმიან ქალბატონებს გვინეტ პელტროუსგან

დეტოქს-გეგმა და რჩევები საქმიან ქალბატონებს გვინეტ პელტროუსგან
მსახიობის მიერ აპრობირებული ამ რეცეპტით, დაგჭირდებათ მხოლოდ სამი დღე სხეულის დეტოქსიკაციისთვის.
გვინეტ პელტროუ, გარდა იმისა, რომ წარმატებული მსახიობი და ბიზნესვუმენია, ასევე ჯანსაღი ცხოვრების გურუდაც გვევლინება. მას საკუთარი კვების სისტემა აქვს, რომლის შესახებ წიგნიც დაწერა. ყოველდღიური სპორტული აქტივობა, დაბალანსებული კვება, სწორი ძილი არის სამი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, გრძნობდეთ თავს კარგად, როგორც გარეგნულად, ასევე, შინაგანად.

შობა-ახალი წლის დღეებში რთულია ზომიერების დაცვა კვებაში. გვინეტი გთავაზობთ სხეულის გაწმენდის სამდღიან კვების რეჟიმს. ამ პერიოდში კარგი იქნება, თუ თავს შეიკავებთ ალკოჰოლის, კოფეინის,
შაქრის ( სოიო, კარტოფილი, წიწაკა, ბადრიჯანი, პომიდორი, თეთრი ბრინჯი, კვერცხი) შემცველი პროდუქტების მიღებისგან.

ზემოთ ჩამოთვლილი აკრძალული პროდუქტების ნაცვლად, უნდა ვიკვებოთ მწვანე ბოსტნეულით. ეს detox-დიეტა ხუთდღიანი იყო, თუმცა დაკავებული ქალბატონებისთვის გვინეტმა 3 დღეზე დაიყვანა. ამასთან ერთად, ის გვთავაზობს მარტივად მოსამზადებელ კერძებს.
საუზმეზე რეკომენდებულია შვრიის ფანტელების მირთმევა. შუადღისას - ვეგანური კრემსუპი (რომლის წაღებაც ბოთლის მეშვეობით ყველგან შეიძლება). თანაც, ყველაფრის მომზადებას მაქსიმუმ 30 წუთი სჭირდება:

გვინეტ პელტროუ
გვინეტ პელტროუ

საუზმე: შვრიის ფანტელები ნუშით და ხილით

სამი სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი, ნახევარი ჩაის კოვზი ქოქოსის შაქარი, ნახევარი ჩაის კოვზი სეზამის მარცვლები, ერთი მუჭა ნუში, აურიეთ ეს ყველაფერი ერთმანეთში, დაასხით ადუღებული წყალი და 2 წუთი გააჩერეთ. შემდეგ სურვილისამებრ დაამატეთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე: ნახევარი ბანანი, მეოთხედი ჭიქა მარწყვი, 2 სუფრის კოვზი ქოქოსის კარაქი, 1 სუფრის კოვზი ნიგოზი.

სადილი: ვეგანური კრემსუპი

კრემსუპის მოსამზადებლად ბოსტნეულის სამი სხვადასხვა ვარიანტია: გოგრა, ყვავილოვანი კომბოსტო ან ძირთეთრა და პრასი. მას შემდეგ, რაც რომელიმე კერძს შეარჩევთ, შეწვით, დაამატეთ შემდეგი ინგრედიენტები: ხახვი, ნიორი, სანელებლები და კარგად დააბლენდერეთ. უნდა მიიღოთ ერთგვარი თხევადი მასა.


ვახშამი: ჯანსაღად შემწვარი კერძები

ვახშმისთვის გვინეტი გვირჩევს, საკვები მოვამზადოთ ცხოველური ცხიმის გარეშე ღუმელში, რომელიც ბევრ დროს არ წაგართმევთ (დაახლოებით ნახევარი საათი სჭირდება მათ მომზადებას).

  1. ორაგული სოკოთი და ყაბაყით: 1 სუფრის კოვზი სეზამის ზეთი, 2 სუფრის კოვზი გახეხილი კოჭა და ორი კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი მოვათავსოთ თასში და ავურიოთ. მიღებულ მასაში დავუმატოთ კუბებად დაჭრილი ყაბაყი, სოკო და ხახვი. ეს ყველაფერი გადავიტანოთ ღუმელში და გამოვაცხოთ 220º-ზე 30 წუთის განმავლობაში. მიირთვით ორაგულთან ერთად.
  2. ქათმის ფილე ბოსტნეულთან ერთად: ქათმის 2 ცალ ფილეს მოვაყაროთ1 ჩაის კოვზი ქონდარი, 1 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი, გვერდით მივულაგოთ ოთხი საშუალო ზომის სტაფილო, 2 ჭიქა შუაზე გაჭრილი ბრიუსელის კომბოსტო. შევწვათ ღუმელში 220º-ზე 35- 40 წუთის განმავლობაში. როდესაც მომზადდება, მიირთვით ლიმონის ნაჭრებთან ერთად.
  3. ყვავილოვანი კომბოსტო ტკბილი კარტოფილით: დავჭრათ ყვავილოვანი კომბოსტო წვრილად. მოვათავსოთ საცხობ ფურცელზე, დავამატოთ ნახევარი თავი წითელი ხახვი და შუაზე გაჭრილი რამდენიმე ტკბილი კარტოფილი. გამოვაცხოთ 220º-ზე 30 წუთის განმავლობაში.

წყარო: hola.com
გვანცა ახვერდაშვილი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30