გასული წელი მოდელ კენდალ ჯენერისთვის არც ისე კარგი გამოდგა. „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებაზე კრიტიკა კენდალის სახეზე არსებულ გამონაყარზე იყო მიმართული, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებლების აზრით, ტონალურმა საცხმაც კი ვერ დაფარა. შედეგად, მოდელი დაადანაშაულეს საკუთარი თავისა და კანის ცუდად მოვლაში.
ცოტა ხნის წინ კენდალმა დააანანონსა, რომ გახდა პრობლემური სახის კანის მქონე კოსმეტიკური ბრენდის, Proactive-ის ახალი სახე და როგორც თვითონ აღიარა, სწორედ ამ ბრენდის კოსმეტიკური საშუალებების მეშვეობით გაუმჯობესდა მისი კანის სტრუქტურა. თუმცა დერმატოლოგის ჩარევის გარეშე, რა თქმა უნდა, ამ პრობლემას ვერ დაძლევდა. მოდელმა მიმართა კრისტი კიდს, რომელმაც შეუდგინა პერსონალური სამკურნალო პროგრამა. გამომცემლობა Refinery29-ის ინტერვიუში კრისტი კიდმა გაამხილა ოქროს წესი, იდეალური კანის შესანარჩუნებლად.
დელიკატურობა
პირველი რჩევა, რომელსაც ჩემს ყველა პაციენტს ვუზიარებ, არის კანის სწორი, ღრმა წმენდა. თუ კანზე ხშირად ანთებითი პროცესი გაქვთ, დაივიწყეთ კანის ჯაგრისები და ღრუბლები. ისინი ხელს უწყობს მიკრობების გამრავლებასა და გავრცელებას. ამიტომ სახის დაბანა უნდა მოხდეს მხოლოდ ხელით.
შეარჩიეთ სწორი საშუალებები
სხვადასხვა ტიპის კანის მოვლის ბოთლები მოიშორეთ თავიდან, იქონიეთ მხოლოდ რბილი გამწმენდი საშუალება, სამკურნალო მალამო და რძის შემცველი ხსნარი დამატენიანებელი SPF საცხით - შეაჩერეთ არჩევანი იმ საშუალებებზე, რაც თქვენს კანს უხდება და დაელოდეთ შედეგს.
შეისწავლეთ თქვენი კანი
სანამ დაიწყებთ მკურნალობას, აუცილებლად უნდა გაერკვეთ, როგორ კოსმეტიკურ ინგრედიენტებზე აქვს თქვენს კანს დადებითი და უარყოფითი რეაქცია. აუცილებელია პერსონალურად და ინდივიდუალურად კოსმეტიური საშუალებების შერჩევა და გამოყენება.
დაიცავით კოსმეტიკური საშუალებების თანმიმდევრობა
პირველ რიგში, კანი გაიწმინდეთ, შემდეგ დაიტანეთ ანტიბაქტერიული ტონიკი და დაამატეთ მზისგან დამცავი საცხი. ასე აქტიურ ინგრედიენტებს მაქსიმალურად ეფექტურად მოქმედება მოუწევთ და ანთებითი პროცესი ბევრად სწრაფად გაქრება თქვენი სახის კანიდან.
ლიდია ამარიანი
წყარო: peopletalk.ru