რჩევები

როგორი მაკიაჟი უნდა გაიკეთოთ 2019 წელს

როგორი მაკიაჟი უნდა გაიკეთოთ 2019 წელს
Marao.ge-მ არაერთი სტატია მიუძღვნა იმას, რომ ყველა საკითხში პრიორიტეტული ბუნებრიობა და ნატურალურობაა, განსაკუთრებით ეს ყოველივე გასათვალისწინებელია მაკიაჟის დროს.
ახლა კი მოემზადე, 2019 წლის მაკიაჟის ბიუთი ტრენდების ჩასანიშნად.

გლიტერი


მაკიაჟში გლიტერი განსაკუთრებულ სილამაზეს ანიჭებს და გამოკვეთს თვალებს.
გამოყენების წესი: გლიტერი დაიტანე მსუბუქად ჩრდილის სახით თვალზე, ასევე შეგიძლია კონტურის სახით ქუთუთოს გადაატარო ან უბრალოდ მხოლოდ თვალის კიდეებში გამოიყენო.
ფერი: ვერცხლისფერი, ოქროსფერი და ბაცი ყავისფერი (იგივე ბეჟი).

ვარდისფერი ჩრდილები


გამოიყენე კრემპუდრის ტიპის ჩრდილი, ვინაიდან კანს სიგლუვეს და სინაზეს
ანიჭებს.
გამოყენების წესი: ჩრდილები დაიტანე თვალებზე ფუნჯით და გადაანაწილე თითებით. მთავარია სწორად შეარჩიო ფერი კანის მიხედვით.
ფერი: მოყვითალო კანის მქონეს უხდება ვარდისფერი-ატმისფერი, ფაიფურივით თეთრი კანზე რეკომენდებულია - ორაგულისფერი ვარდისფერი, ხოლო შავგვრემან კანს - ფუქსია უხდება.

მუქი ტუჩები


არ აქვს მნიშვნელობა გლუვ თუ პრიალა ტუჩსაცხს გამოიყენებთ, მთავარია დამატენიანებელი ტექსტურის იყოს, ასე მაკიაჟის სიმდგრადეს შეინარჩუნებთ და ტუჩებზეც არ გაჩნდება ზედმეტი ხაზები.

ღია ფერის ჰაილაითერი


დაიმახსოვრეთ - ჰაილაითერი ბევრი არასდროს არის!
ყვრიმალები, ტუჩის ზედა ხაზი, ცხვირის ძგიდე - სახის ამ ნაწილების ჰაილაითერით გამოკვეთა თქვენს მაკიაჟს გამოაცოცხლებს და ამასთანავე ლამაზად წარმოაჩენს.

კრემისებრი რუჟი


დაივიწყე კიმ კარდაშიანის მსგავსად გამოკვეთილი ღაწვები. კრემისებური რუჟები ბევრად ეფექტურად ჩანს კანზე.
გამოყენების წესი: არჩევანი შეაჩერე ატმისფერ რუჟზე, რაც მზეზე გარუჯულის ეფექტს მიანიჭებს თქვენს სახეს, ხოლო ლოყებზე აუცილებლად დაიტანე ბაცი ვარდისფერი რუჟი.



წყარო: peopletalk.ru

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი