რჩევები

ჯენიფერ ანისტონის და მარგო რობის სტილისტი: როგორ გახდე ქერა და არ დაიზიანო თმა

ჯენიფერ ანისტონის და მარგო რობის სტილისტი: როგორ გახდე ქერა და არ დაიზიანო თმა
იყო ქერა, ეს ძვირი და რთულია. ღია ფერის თმა უფრო ადვილად ზიანდება, სპეციალურ მოვლას საჭიროებს და ფერის რეგულარულად განახლებას.
მაგრამ სტილისტი ჯასტინ ანდერსონი დარწმუნებულია, რომ ქერა შეიძლება გახდე ისე, რომ მსხვერპლად თმა არ გაიღო.
მისი ვარსკვლავური კლიენტების რიცხვს მიეკუთვნებიან: ჯენიფერ ანისტონი, მარგო რობი და მაილი საირუსი.


ნუ გაიღიავებ თმას მთლიანად. დაიწყე ღია ფერის ლოკონებით და ბლიკებით, ისე, როგორც ჯენიფერ ანისტონს აქვს. ამგვარად, არ მოგიწევს ფერის ყოველთვე განახლება და შესაბამისად, თმის ტრავმირებაც.

დაიტოვე მუქი თმის ძირები.
პირველ რიგში, არ მოგიწევს ყოველ 3-4 კვირაში სალონში სირბილი, მეორეც - ეს მოდურია. 

შეიძინეთ ფასდაკლების ვაუჩერი სალონში `FIX`


„მარგო რობის თმა ყოველთვის ლამაზად გამოიყურება. მაშინაც კი, როცა იზრდება. ეს იმიტომ, რომ მე არ ვუღებავ მას თმის ძირებს. მე რომ მარგოს თმა მთლიანად ქერა გავხადო, მაშინ მას ჩემს სავარძელში ჯდომა ხშირად მოუწევს. ეს კი თმის ხარისხს გააფუჭებს“ - გვიხსნის ჯასტინი.


„შეამცირე ფენის გამოყენება. ასევე, თმის უთოსიც, თუ გინდა ჯანმრთელი და ბრწყინვალე თმა. ცხელი ინსტრუმენტები თმის პირველი მტერია.“
თმის შეღებვა, ომბრე ან მელირება L`oreal -ის და Keune-ის უმაღლესი ხარისხის პროდუქციით

„არ დაგავიწყდეს გამაღიავებელი შამპუნი. ის გაგიხანგრძლივებს დროს, სალონში ვიზიტამდე. მისი დახმარებით ღია ფერის ბლიკების ბრწყინვალებას შეინარჩუნებ და სიყვითლეს აიცილებ თავიდან. გახსოვდეს, რაც უფრო მეტია შამპუნში იისფერი კონცენტრატი, მით უფრო ეფექტურად იმუშავებს. გამაღიავებელი შამპუნის გამოყენება კვირაში ერთხელ სავსებით საკმარისია."

წყარო: peopletalk.ru


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93