კორეული კოსმეტიკა წლების მანძილზე სულ უფრო ვითარდება და იხვეწება. მსოფლიოში ბევრ ცნობილ თავის მოვლის საშუალებას გაუწია კონკურენცია.
სამხრეთ კორეის კულტურამ მთელი აზია, ევროპა, ამერიკა მოიცვა. ის გამუდმებით ეძებს შთაგონებას, შექმნას კოსმეტიკის ინოვაციური მეთოდები. სამხრეთკორეელები თავის მოვლის სხვადასხვა რიტუალს ასრულებენ. მათი ყოველდღიური თავის მოვლის რუტინა 10 ნაბიჯისგან შედგება.
მათ განავითარეს BB (,,Beauty Balm’’) კრემის ფორმულა, რაც დაზიანებულ კანს აღადგენს. ეს შეიძლება იყოს დამატენიანებლის, პრაიმერის, მაკიაჟის ბაზის, მზისგან დამცავი კრემების სახით. ასეთი სახეობის კრემები გაცილებით თხელი და მსუბუქია. ამიტომ იდეალური საშუალებაა მათთვის, ვინც არ მოიხმარს ტონალურს და არ უყვარს ზედმეტად გამოკვეთილი მაკიაჟი. გასაკვირი არაა, რომ ქვეყანაში, სადაც სილამაზეს ასეთ დიდ ყურადღებას აქცევენ, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი კანის მქონე გოგონები ჰყავთ.
- ცოტა ხნის წინ რამდენიმე ცნობილი მოდელი გამოჰკითხეს W Magazine-ისთვის, თუ რომელ კოსმეტიკურ პროდუქციას ანიჭებდნენ უპირატესობას, არცაა გასაკვირი, რომ უმეტესობამ ბიო-ცელოლუზის სახის ნიღაბი და მზისგან დამცავი კრემი დაასახელა. კოსმეტიკის ასეთი სახეობები არა მარტო ქიმიური ფილტრების კომბინაციით იცავენ კანს მზის სხივების აგრესიული ზემოქმედებისგან, არამედ არ აშრობენ, არ ათეთრებენ და არ ხსნიან კანის ფორებს.
- ცნობილი მოდელი და არმანის სახე Sunghee Kim ირწმუნება, რომ კორეელ ქალბატონებს არასდროს ავიწყდებათ სახის ნიღბის გაკეთება კვირაში სამჯერ. თუ ჯერ კიდევ არ წვევიხართ ასეთ კოსმეტიკურ მაღაზიებს, მაშინ მთელი სიამოვნება წინ გქონიათ. აქ ყველა დეტალი გათვლილია, მაგალითად, ნიღბების ყველაზე ფართო სპექტრი წარმოდგენილია სურეალისტური დიზაინით: ცხოველების, ხილის, ღრუბლების სახით... სახის კრემები ისეთი აქტიური ინგრედიენტებითაა გაჯერებული, როგორიცაა დეტოქსიფიკაცია, რეგენერაცია, ოქსიგენაცია, ან კანის დამამშვიდებელი ეფექტით. და თანაც, კოსმეტიკა იმდენად მრავალფეროვან ფერთა პალიტრისგან შედგება, ყველაზე პრობლემურ მომხარებელსაც შენაძენით კმაყოფილს დატოვებს.
- HoYeon Jung არის კიდევ ერთი სუპერმოდელი სამხრეთ კორეიდან. მისი თვალისმომჭრელი სილამაზის შესახებ ფართო მასებისთვისაც კარგად ცნობილია. მოდელი თავის მოვლის საშუალებებთან ერთად დღეში ორ ლიტრ წყალს სვამს, კარგად სძინავს და აუცილებლად იშორებს მაკიაჟს დაძინებამდე. მისი არაჩვეულებრივი კანის საიდუმლოს არსი კი, მზისგან თავის დამცავი კრემების მოხმარებაში მდგომარეობს.
დაბოლოს, თუ გაითვალისწინებთ ამ რჩევებს, აუცილებლად მიიღებთ კორეელი ქალბატონებივით პრიალა, გლუვ, ფაფუკ, ფაიფურივით კანს. მოიხმარეთ მზისგან დამცავი და ერთი და იგივე დამატენიანებელი კრემები და ხშირად ნუ შეიცვლით. ნუ დაიძინებთ მაკიაჟით, ხშირად ნუ დაიბანთ სახეს წყლით, რადგან კანი შრება. ხშირად ნუ შეეხებით სახის კანს ხელებით, რადგან ხელებიდან უამრავი ბაქტერია გადადის.
გვანცა ახვერდაშვილი
წყარო: fashion.hola.com