14 თებერვალი რომანტიკის დღეა მაშინაც კი, როცა თქვენში არც ერთი წვეთი რომანტიკა არ არის.
ამ დღეს ყველა საქმე გვერდით უნდა გადადოთ და მთელი დილა სარკესთან გაატაროთ, რადგან არავინ იცის, რას გიმზადებთ მეორე ნახევარი; ან თუკი ცხოვრების პარტნიორი არ გიპოვიათ, იქნებ განგებას აქვს თქვენთვის სიურპრიზი.
წინა ბლოგში თმებით გული „შევკარით“. ამ ბლოგში კი თმების ორიგინალურად გაკეთების კიდევ ერთ ვიდეო მასტერკლასს გაგიზიარებთ, რომელიც რომანტიკული განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ და ყოველ ჯერზე, როცა საკუთარ თავს სარკეში მოჰკრავთ თვალს, იქიდან მომზირალ ელეგანტურ გოგონას გაუღიმებთ.
ამ ვარცხნილობის გაკეთება რთულია არაა, ცოტაოდენი ყურადღება და პრაქტიკაც საკმარისია. შემდეგ კი შეგიძლიათ, თამამად გადახვიდეთ მაკიაჟის გაკეთებაზე.