რჩევები

ჰიურემის სტილში: თურქი მსახიობების სილამაზის საიდუმლოებები

ჰიურემის სტილში: თურქი მსახიობების სილამაზის საიდუმლოებები
ვინ თქვა, რომ სილამაზის ინსპირაციის წყარო მხოლოდ ჰოლივუდის ვარსკვლავები შეიძლება იყვნენ? გაეცანით თურქული სერიალების ვარსკვლავებს, რომლებმაც უამრავი ადამიანის გული დაიპყრეს. როგორ ახერხებენ აღმოსავლელი ლამაზმანები გამოიყურებოდნენ შესანიშნავად, ჩვენს სტატიაში იხილეთ.

მერიემ უზერლი


„დიდებული საუკუნის“ ვარსკვლავი ბუნებამ ლამაზი თმით, დიდი თვალებითა და სავსე ტუჩებით დააჯილდოვა. სხვა დანარჩენზე კი სწორად ცხოვრების წესი და კარგი მაკიაჟია პასუხისმგებელი. სერიალში როლისთვის მერიემს წონაში 10 კგ-ის მომატება მოუხდა, ამიტომ გადაღებების დასრულების შემდეგ მსახიობი აქტიურად დაკავდა სპორტით და სწორი ცხოვრების წესის თაყვანისმცემელი გახდა. მერიემი
კვირაში 3-ჯერ აქტიურად ვარჯიშობს, თავისუფალ დროს კი აუზზე დადის. რაც შეეხება კვებას, გოგონა გამოტყდა, რომ ყოველ დილით შიმშილის გრძნობით იღვიძებს და მსუყედ საუზმობს - ეს იმაზე მიუთითებს, რომ მსახიობი დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე აღარ ჭამს.

რაც შეეხება მერიემის მაკიაჟის საიდუმლოს - აუცილებლად გამოიყენებს ტუშს, გამოკვეთილი ისრებისთვის კი ხანდახან შავ ფანქარსაც იყენებს. როგორც ხვდებით მსახიობის მაკიაჟში მთავარი კოზირი - გამოკვეთილი თვალებია, რაც შეეხება სხვა დანარჩენს - მსუბუქ რუმიანასა და გამჭვირვალე პომადას იყენებს.

დემეთ ოზდემირი


მშვენიერი დემეთი თაყვანისმცემლებს სერიალიდან „მარწყვის სურნელი“ დაამახსოვრდა. მისი სადა მომხიბვლელობის საიდუმლო - ნაზ, გამჭვირვალე ტუჩსაცხში და საყვარელ კოსმეტიკურ საშუალებებშია. თავის მოვლაში დემეთი ძალიან კატეგორიულია და აღიარებს, რომ მხოლოდ საუკეთესო ბრენდების კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებს. სილამაზის მთავარ რიტუალად კი ყოველკვირეულ სახის წმენდასა და დიჯითალ-დეტოქსს ასახელებს.

მსახიობი დარწმუნებულია, რომ ტექნოლოგიებისა და სოციალური ქსელებისგან დასვენება დადებითად აისახება ნერვულ სისტემასა და სილამაზეზე.

ფაჰრიე ევჯენი


ფაჰრიე ცნობილი გახდა სერიალით „ნარჩიტა“ და ულამაზესი თმით. თმის მოვლისთვის ის სპეციალურ ზეთებს იყენებს, რაც თმას განსაკუთრებულ ბზინვარებას ანიჭებს. თუმცა ეფექტი ამდენად თვალსაჩინო ვერ იქნებოდა, მსახიობი სწორად რომ არ იკვებებოდეს. ფაჰრიე ჯანსაღად იკვებება და დღეში 2 ლიტრამდე წყალს სვამს. ასევე, აკონტროლებს დღის რეჟიმს და დღეში არანაკლებ 7 საათს ძინავს.

რაც შეეხება მაკიაჟს - მსახიობი ცდილობს კანი დაასვენოს და აღიარებს, რომ მაკიაჟს მხოლოდ გადაღებებისა და საზოგადოებაში გასვლისას იკეთებს.

ნესლიჰან ათაგული


სერიალის „შავი სიყვარული“ ვარსკვლავი შეპყრობილია სწორი კვებით. მის რაციონში ყოველთვის არის ნატურალური იოგურტი, ახალი ხილი და ბოსტნეული და ორგანული მარცვლეული საუზმედ. გემრიელობებს ნესლიჰანი თავის მოვლისთვისაც იყენებს: უყვარს სახეზე თაფლის ნიღბების გაკეთება და კანის ვარდის წყლით დაბანა. არგანის ზეთს კი მსახიობი სახის მასაჟისა და თმისთვის იყენებს.

ელჩინ სალგუ


სერიალმა „მოპარული ცხოვრება“ ელჩინს წარმოუდგენელი პოპულარობა მოუტანა. რეალურ ცხოვრებაში ეს გოგონა საკმაოდ სერიოზული და მიზანდასახულია. დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ გარეგნობას, მიაჩნია, რომ მიმზიდველობის მთავარი საიდუმლო - შინაგანი ჰარმონია და კარგი განწყობაა. ამის მისაღწევად კი ელჩინი დილიდანვე იკეთებს ვარცხნილობას. როგორც ამბობს, თმის მოვლა მისი ყველაზე საყვარელი რიტუალია და მთელი დღით ენერგიით ავსებს.

ჰანდე ერჩელ


ჰანდეს ინსტაგრამზე ხშირად შეხვდებით მის მომხიბვლელ ფოტოებს, როგორც მაკიაჟით, ისე უმაკიაჟოდ. სერიალის „სიყვარულს სიტყვების არ ესმის“ მსახიობს სილამაზის საკუთარი საიდუმლოებები აქვს: ის ხშირად მიმართავს სახის წმენდის პროცედურებს. მძიმე საეკრანო მაკიაჟის შემდეგ, ცდილობს კანს დასვენების საშუალება მისცეს, თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში მას ძალიან უყვარს მაკიაჟის გამოყენება: თანაბარი ფერი, გრძელი წამწამები და წითელი პომადა.

წყარო: cosmo.ru
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93