წარბები სახეს ეფექტურს ხდის და თუ თქვენი წარბების ფორმა იდეალურისგან ძალიან შორს დგას, ამის გამოსწორება შესაძლებელია, საკმარისია რამდენიმე ხრიკის ცოდნა. გაგაცნობთ ხერხებს, რომლებსაც ვარსკვლავების ვიზაჟისტები იყენებენ.
შარლოტა ტილბერი
„ჩემი მთავარი წესი – ყოველთვის გამოიყენეთ ბუნებრივი თმის ფერზე ერთი ტონით ღია ფერის ფანქარი. ასე წარბები მაქსიმალურად ბუნებრივად გამოიყურება. თმა ზედა მიმართულებით დაივარცხნეთ და პატარა შტრიხული მოძრაობებით შეავსეთ წარბის ფორმა. გააფერადეთ ყველაზე უხილავი თმის ღერებიც კი“.
გუჩი ვესტმანი
„ჩემთვის უმთავრესი ის ხელსაწყოა, რომლითაც ვმუშაობ. ჩემი მომხმარებლებისთვის უმრავლეს შემთხვევაში თხევად საშუალებებს ან ფლომასტერს ვიყენებ. ამ ტექსტურის საშუალება ეხმარება წარბებს, მაქსიმალურად ბუნებრივი იერი მიიღოს. მნიშვნელოვანია, პროდუქტმა წარბის თმა ყველა კუთხით კარგად შეღებოს“.
დიკ პეიჯი
„ჯერ წარბებს მაღლა ვვარცხნი და თმის მხოლოდ ზედა ნაწილს ვღებავ. შემდეგ ისევ ვვარცხნი და ბაზას მცირე შტრიხებით ვავსებ. სისქის ეფექტისთვის ზემოდან სპეციალურ პუდრს ვამატებ, საბოლოოდ ფიქსაციისთვის კი გამჭვირვალე გელს ვიყენებ“.
დენიელ მარტინი
„ჩემი პირველი რჩევაა – გამოიყენეთ უხეში ფანქარი, არავითარი პუდრი ან გელი. მხოლოდ კარგად გათლილი ფანქრით შეძლებთ ყველაზე წვრილი შტრიხების გაფერადებას, რომლის წყალობითაც სისქის ილუზიას შექმნით“.