ვლადიკავკაზის მეთაურის, მახარბეკ ხადარცევის მეუღლე ვიქტორია ჯატიევამ საზოგადოების ყურადღება სავსებით სამართლიანად მიიპყრო. 2016 წელს მას "გმირი დედის" სტატუსი მიენიჭა. როცა შეხედავთ მის გასაოცარ სილამაზეს, ძნელი წარმოსადგენია, რომ ის უკვე 6 ვაჟისა და 4 ქალიშვილის დედაა.
"ახალგაზრდობაში რომ ეთქვათ, 10 შვილს გააჩენო, არასდროს დავიჯერებდი. ვფიქრობდი, მაქსიმუმ 3 შვილს გავაჩენდი", - ღიმილით იხსენებს ვიქტორია.
ვიქტორია უკვე მიჩვეულია სტუმრების გაკვირვებას, როცა სახლში ამდენს ხედავენ. იღებს არასასიამოვნო კითხვებსაც და ყველას პასუხობს, რომ ყველა მისი შვილია და თავად გააჩინა.
"სასიამოვნოა, როცა მეუბნებიან, 25 წლის გოგონას ჰგავხარო. ამის მოსმენა განსაკუთრებით სასიამოვნოა მაშინ, როცა ვიხსენებ, 100 კილოგრამზე მეტს ვიწონიდი სამ ტყუპზე ფეხმძიმობისას. ახლა ვიცი, რა არის სწორი კვება და როგორ უნდ გავართვა ამას თავი.
20 წლის ასაკში მარტივია ზედმეტი წონის მოშორება, ახლა კი ორგანიზმი ძალისხმევას მოითხოვს. მახსოვს, როგორ მაღვიძებდა ჩემი ქმარი დილით ადრე, სავარჯიშოდ რომ წავსულიყავი, მაგრამ მე ძილს ვამჯობინებდი. დღეს კი ეს თავადაც ვიცი და დაძალება აღარ მჭირდება: სწორი კვება, დილით სირბილი და სავარჯიშო დარბაზში სტუმრობა კვირაში 3-ჯერ ყოველდღიურობად გადაიქცა".
ვიქტორია იშვიათად იყენებს სოციალურ ქსელებს. განაგრძეთ კითხვა