ჯიჯის სილამაზის საკუთარი საიდუმლოებები და წესები აქვს,
რომელთა წყალობით მოდელი ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურება.
თმა
როგორც ჯიჯი ამბობს, თმას დიდ ყურადღებას არ უთმობს. მოდელი ირწმუნება, რომ უმჯობესია, საერთოდ არ შეეხოთ და არ გადატვირთოთ ის თმის მოვლის საშუალებებით. „თავს ყოველდღე არ ვიბან, ამიტომ ვინარჩუნებ მათ სიჯანსაღეს. ვგრძნობ, როგორ აშრობს დაბანა თმას. ამიტომ შეძლებისდაგვარად ვასვენებ“.
წარბები
ჰადიდი გვირჩევს – „თქვენს წარბებს დამოუკიდებლად გაზრდის საშუალება მიეცით. ნუ ეცდებით სრულყოფილი ფორმის მიღებას. ნუ შეიჭრით წარბებს – არაფერია ბუნებრივ წარბზე უკეთესი“.
კანი
რაც უფრო მეტადაა კანი დატენიანებული, მით უკეთესია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბევრი და ხშირი მაკიაჟის მოხმარება გიწევთ. გადაღებებისა და ჩვენებების შემდეგ კანის ბალანსის აღსადგენად ჯიჯი დამატენიანებელ კრემს არ ინანებს. მოდელი მას მაკიაჟის გაკეთებამდე და მის შემდეგაც იყენებს.
მაკიაჟი
„ყოველდღიურ ცხოვრებაში მაკიაჟის გაკეთება არ მიყვარს – მაკიაჟი სამსახურშიც მყოფნის. ამიტომ ყოველდღიურად კოსმეტიკური საშუალებების მინიმუმს და მეტ მოვლის საშუალებებს ვიყენებ“.
ტუჩები
იმის დამოუკიდებლად, აპირებს თუ არა მაკიაჟის გაკეთებას, დილას ჯიჯი ტუჩის სკრაბით იწყებს, რათა სირბილე და სიგლუვე შეინარჩუნოს.
რა უნდა გქონდეთ კოსმეტიკის ჩანთაში
https://www.instagram.com/p/BWN5tRSA2bq/embed/
„ჩანთაში ყოველთვის მაქვს მაკიაჟის მოხსნისთვის საჭირო ხელსახოცი. ის ნებისმიერ სიტუაციაში მეხმარება და ჩემს ჩანთაში ზედმეტი არასდროს იქნება“.
სილამაზის საშინაო რეცეპტი
„დედა ყოველთვის მასწავლიდა, რომ სახეზე ანთებითი პროცესებისგან თავის დაღწევაში კბილის პასტა ეხმარება. ამიტომ, როცა მუწუკი მაქვს, განსაკუთრებულს არაფერს ვიყენებ. უბრალოდ, დაძინებამდე კბილის პასტას ვისვამ“.
წყარო: peopletalk.ru