რჩევები

როგორ დავაჩქაროთ თმის ზრდის პროცესი: ექიმი-ტრიქოლოგების რჩევები

როგორ დავაჩქაროთ თმის ზრდის პროცესი: ექიმი-ტრიქოლოგების რჩევები
„მარაო“ გიზიარებთ თმის ზრდის დაჩქარების პროცესისთვის მსოფლიოში ცნობილი ექიმი-ტრიქოლოგების რჩევებს.

1. რკინის ნაკლებობა


პირველი და უმთავრესი მიზეზი, თმის ზრდის შენელების პროცესში - ანემიაა, ორგანიზმში რკინის ნაკლებობა. ასეთ დროს, აუცილებლად უნდა შემოწმდეს ჰემოგლობინის დონე და ნორმის ქვედა ზღვარზე არსებობის შემთხვევაში, ინიშნება კვების რაციონში მწვანე შეფერილობის ხილი და ბოსტნეული, ხორც-პროდუქტები, ზღვის პროდუქტები და პარკოსანი მცენარეები.
თუკი რამდენიმე კვირის განმავლობაში ცვლილება არ აღინიშნება, აუცილებელია დაემატოს კვების რაციონს რკინის შემცველი ბიოდანამატები.
Image result for hair damage gif

2. ძილის უკმარისობა


მელატონინის ჰორმონი, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს მხოლოდ
სიბნელეში და განსაკუთრებით, აქტიურად ძილის დროს, განსაკუთრებულ გავლენას ახდენს თმის ზრდის პროცესზე. თუკი დღის განმავლობაში 8 საათზე ნაკლები გძინავთ, ეს უდავოდ პრობლემაა, ხოლო თუ 6 საათზე ნაკლები - საგანგაშოა.

გამოსავალის არქონის შემთხვევაში, რეკომენდებულია თავის კანის დამუშავება ძილის წინ მელატონინის, 0.0033%-იანი კონცენტრაციის შემცველობის ხსნარით. კლინიკური დაკვირვების შედეგად ირკვევა, რომ ასეთი ტიპის მკურნალობა თმის გახშირებას 54.8%-ით 3 თვის განმავლობაში განაპირობებს, ხოლო 6 თვის შემდეგ - 58.1%-ით.

Image result for sit and sleep gif

3. თმის ბოლოების ხშირი შეჭრა


მცდარია მოსაზრება, რომ თმის 1–1.5 სანტიმეტრით დამოკლება, უფრო მოკლე პერიოდში, თმის ზრდას იწვევს თვიდან თვემდე. ეს მოსაზრება დიდი ხანია მოძველდა, შესაბამისად, რეალობას არ შეესაბამება ის ფაქტი, რომ რამდენი სანტიმეტრითაც შეიჭრით თმას, უფრო მეტად შეუწყობთ ზრდაში ხელს. რა თქმა უნდა, ეს არ ვრცელდება შეღებილ და დაზიანებულ თმაზე. თმის შეჭრა რეკომენდებულია 2 -3 თვეში ერთხელ. 
Image result for hair gif

4. ანტიბიოტიკების მიღების გადაჭარბება


ანტიბიოტიკები ძალიან დიდ ზიანს აყენებს ნაწლავების მიკროფლორას, რაც პირდაპირ აისახება თმის ზრდაზე. ნაწლავის მიკროფლორა - ორგანიზმის ერთგვარი დამცავი ბარიერის ფუნქციას ითავსებს. ანტიბიოტიკების მიღებით, ტოქსინები ჩვენს ორგანიზმში შეღწევას იწყებს, სისხლძარღვების მეშვეობით კი თმის ფოლეკულებში გადაინაცვლებს. ამ ფაქტის წარმოდგენა ერთგვარ შიშს ბადებს ჩვენში, თუმცა მკურნალობა საკმაოდ მარტივ პროცედურას წარმოადგენს. როგორც კი პრობიოტიკების და ბუნებრივი გზის მეშვეობით იწყება მკურნალობის პროცესი, მიკროფლორა აღდგენას იწყებს, რაზეც სულ რაღაც რამდენიმე თვეა საჭირო.

Image result for hair damage gif

5. გენეტიკა


თმის მაქსიმალური სიგრძე, რამდენად გასაოცრადაც უნდა ჟღერდეს, გენეტიკაზეა დამოკიდებული. თუკი თმის გაზრდის პროცესში მხრის სიგრძეს ვერ გასცდით, სავარაუდოდ, ეს გენეტიკით უნდა იყოს გამოწვეული, თუ, რა თქმა უნდა, ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები არ აღმოგაჩნდათ. ბოლო დროს გამოქვეყნებულ სტატისტიკასაც თუ დავეყრდნობით, გოგონები, რომელთა თმის სიგრძეც არ აღემატება 30-40 სანტიმეტრს, ყველაზე მიმზიდველად ითვლებიან.

Related image

წყარო: goodhouse.ru
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი