პომადის ხშირ გამოყენებას ტუჩების გამოშრობა და გაუფერულება ახლავს თან, რაც ვიზუალურად არცთუ ისე კარგი სანახავია.
არსებობს უამრავი მეთოდი იმისა, თუ როგორ დავუბრუნოთ ფერი ტუჩებს. ბოლო დროს აქტუალური გახდა ტუჩების დაფერვა ან კონტურის გაკეთება, თუმცა ეს გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული და პროცედურაც პერიოდულ განახლებას ითხოვს. სახლის პირობებში კი იმავე შედეგის მიღწევა გაცილებით იაფად და მარტივად შეგიძლიათ. გთავაზობთ გამომშრალი ტუჩებისთვის ფერისა და სიჯანსაღის დაბრუნების რამდენიმე გზას:
1. აიღეთ კოვზი, დაფარეთ მისი ფსკერი თაფლით და რამდენჯერმე კარგად წაისვით ტუჩებზე. დაიკარით საკვები პოლიეთილენის პარკი, გაიჩერეთ 10 წუთი. შედეგის მისაღებად პროცედურა გაიმეორეთ კვირაში რამდენჯერმე.
2. ინგრედიენტები:
პატარა ჯამში ერთმანეთში აურიეთ კბილის პასტა და შაქარი. კარგად აურიეთ ერთმანეთში და თითით წაისვით ტუჩებზე. კბილის ჯაგრისის მეშვეობით ფრთხილად გაიხეხეთ ტუჩები და ნელთბილი წყლით ჩამოიბანეთ.
3. ინგრედიენტები:
- შაქარი
- თაფლი
- ლიმონი
- ვარდის ფურცელი
ვარდის ფურცელი დანაყეთ, დაამატეთ ნახევარი გაწურული ლიმონი და ერთმანეთში კარგად შერეული თაფლი და შაქარი. მასა თითის წრიული მოძრაობით წაისვით ტუჩებზე და შეიზილეთ კარგად.