2019 წლის მოდური ტენდენციები ახალ წესებს გვთავაზობს მაკიაჟში, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება წარბებზეა გამახვილებული. ამასთანავე, აუცილებელია შეირჩეს ყველა სახისთვის შესაფერისი ფორმა.
„მარაო“ გიზიარებთ ამ სეზონზე აქტუალურ წარბის ფორმებს.
წარბის ფორმა "სკაუსი"
ეს წარბის ფორმა ბიჭურ სტილს მიეკუთვნება, ვინაიდან ის ითვალისწინებს მოუწესრიგებელ, მინიმალურ ტეხილს და ხშირ წარბებს. რა თქმა უნდა, თუ არ გაქვთ ხშირი წარბები და ძალიან ნელა გეზრდებათ, საკმაოდ დიდი დრო დაგჭირდებათ ისეთი შედეგის მისაღწევად, როგორიც კარა დელევინს აქვს, მაგრამ შეგვიძლია გირჩიოთ ყოველ ღამე, ძილის წინ აბუსალათინის ან ბურდონის ზეთის წასმა.
წარბის ფორმა "გრადიენტი"
ამ ფორმის მიღწევა არცთუ ისე მარტივია, ვინაიდან ეს წარბის და თმის ფერს შორის მსუბუქ გარდამავალ ფერს მოიცავს, რომელიც პროფესიონალის ჩარევით შეგვიძლია მივიღოთ.
დიახ, სწორად მიხვდით, ეს ფორმა შეღებვას ითვალისწინებს, ამაში კი უდავოდ წარბის სპეციალისტი თუ დაგეხმარებათ.
როგორ შევარჩიოთ ჩვენი სახის შესაბამისი წარბის ფორმა?
რა თქმა უნდა, როცა საუბარია იდეალური ფორმის წარბებზე, აუცილებელია, მოდური ტენდენცია შეესაბამებოდეს ჩვენი სახის ფორმას. ეს ორივე კომპონენტი კი ერთმანეთთან უნდა მეგობრობდეს, რომლის გარკვევაშიც ჩვენ დაგეხმარებით.
მრგვალი ფორმა
მრგვალი სახის ფორმის მქონე გოგონებს უხდებათ ოდნავ ტეხილი ფორმის წარბები წვრილი დაბოლოებით, რაც თქვენი სახის ნაკვთებს უკეთ გაუსვამს ხაზს.
ოვალური ფორმა
ოვალური სახის ფორმის მქონე გოგონებს კი სწორი ან შეუმჩნევლად ტეხილი ფორმის, საშუალო სისქის წარბები უხდებათ.
სამკუთხედი ფორმა
ასეთი ტიპის სახის მქონე ქალბატონებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ატარონ უზომოდ მოცულობითი ან წვრილი წარბები. მათ საშუალო სისქის წარბები უხდებათ, ოდნავ ტეხილი ფორმით.
თქვენ როგორი ფორმის წარბები გიხდებათ?