თვალის ქვემოთ ჩაშავებული უპეები არაერთი ქალის პრობლემაა და მათ დასაფარად რას აღარ მიმართავენ. ხშირად საკმარისი არც კორექტორია და არც ჰაილაითერი, რადგან მისი დაფარვა საკმარისი არაა. აუცილებელია, დროულად გაერკვეთ გამომწვევ მიზეზებში და მათი მოშორების მეთოდებს მიმართოთ.
ხშირად უპეების ჩაშავების მიზეზი დაღლილობა და უძლობაა, მაგრამ ბევრს თვალის ირგვლივ სიშავეები ბავშვობიდან აქვს – ეს უკვე გენეტიკურია. ასევე, მიზეზი შეიძლება ალერგია იყოს.
სხვა მიზეზები უკავშირდება სტრესს, ანემიას, გადაჭარბებულ ძილს, ეგზემას, ცრემლდენას და სხვა. ზოგიერთ ადამიანს კი თვალები მარილისა და ალკოჰოლური სასმლის გადაჭარბებული მიღების, ასევე, მოწევის გამო უშავდება.
ჩაშავებული თვალები ღვიძლის დაავადებასა და ჰიპოთირეოზზე მიუთითებს.
მთავარი პრობლემა კი იმაშია, რომ სიშავეების მოსაშორებლად ბევრი მეთოდი ვერ ამართლებს. მეტიც, ზოგიერთი მათგანი თვალის ირგვლივ ნაზ კანს აზიანებს კიდეც.
ეს ხალხური მეთოდები კი, რომლებიც ქვემოთ უნდა გაგიზიაროთ, მარტივად მოსამზადებელია და არც ძვირი დაგიჯდებათ.
რეცეპტი #1
დაგჭირდებათ: - ცხელი წყალი (უმჯობესია ჩაის ნაყენი)
- ბამბის ტამპონი
- სოდა

ერთ ჭიქა წყალში ან ჩაიში გახსენით ერთი ჩაის კოვზი სოდა. შემდეგ აიღეთ ბამბის ტამპონი, დაასველეთ მიღებულ ხსნარში და 15 წამის განმავლობაში შეიზილეთ ნაყენი თვალის ირგვლივ კანში. შემდეგ კი დაიბანეთ სახე თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.
ჩაიტარეთ ეს პროცედურა ყოველ საღამოს, ძილის წინ.
რეცეპტი #2
დაგჭირდებათ:
• ყავის ნალექი
• ქოქოსის ზეთი
• დაფქული შავი პილპილი

მომზადების წესი: - ხელისგულზე მოზილეთ ინგრედიენტები
- თითის წვერით ფრთხილად წაისვით მასა თვალების ირგვლივ.
- დატოვეთ მასა 5-10 წუთით, სანამ არ გაშრება.
- გაიწმინდეთ კანი რბილი ქსოვილით და წყლით.
ყავა ანთებით პროცესს აცხრობს, შავი პილპილი სისხლის მიმოქცევას ასტიმულირებს, ზეთი კი იცავს კანს და ეხმარება სასარგებლო ნივთიერებების შეწოვაში.
გაიმეორეთ პროცედურა კვირაში 2-ჯერ. ყავა და შავი პილპილი შესანიშნავი ანტიოქსიდანტებია, რომლებიც იცავს კანს დაბერებისგან, აჯანსაღებს, მკვრივს და ელასტიკურს ხდის მას.
რეცეპტი #3
დაგჭირდებათ: - თვალის ირგვლივ წასასმელი კრემი;
- მწიკვი სოდა.

მომზადების წესი:

თვალის ირგვლივ წასასმელ კრემში შეურიეთ სოდა, წაისვით მიღებული ფაფა თვალების ქვეშ, გაიჩერეთ 10-15 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.