ერთადერთი გამოსავალი - გახდომაა, კარგი ამბავი კი ის არის, რომ წელისა და თეძოებისგან განსხვავებით, სახიდან ცხიმი ყველაზე სწრაფად და მარტივად მოსაშორებელია. ამისათვის კი არაფერი ზებუნებრივი არ უნდა მოიმოქმედოთ.
„მარაო“ გიზიარებთ რჩევებს, თუ როგორ მოიშოროთ ღაბაბი და დაჭიმოთ კანი. გააკეთეთ ეს ვარჯიშები ყოველდღიურად სარკის წინ, აუცილებლად გააკონტროლეთ მიმიკური ვარჯიშები, რადგან თავიდან აიცილოთ ნაოჭები თვალების, ტუჩებისა და შუბლის მიდამოებში.
1. გადაწიეთ თავი უკან და უყურეთ ჭერს
გადაწიეთ თავი უკან ისეთ მდგომარეობაში, რომ ნიკაპი უყურებდეს ჭერს. დააფიქსირეთ ეს მოძრაობა 5-10 წამის განმავლობაში. დაბრუნდით საწყის პოზიციაში, ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და ისევ გაიმეორეთ იგივე ქმედება 5-ჯერ.
2. გამოწიეთ ნიკაპი წინ
გადაწიეთ თავი ისევ უკან, ოღონდ გამოწიეთ ოდნავ ნიკაპი წინ. დააფიქსირეთ თავი, ასეთ მდგომარეობაში 10 წამის განმავლობაში, შემდგომ შეისვენეთ და გაიმეორეთ 2-ჯერ.
3. გამოწიეთ ნიკაპი წინ და გაიხედეთ გვერდებზე
გადაწიეთ თავი უკან, გამოწიეთ ნიკაპი წინ და გაიხედეთ გვერდზე, ჯერ მარჯვენა მხარეს, შემდეგ მარცხენა მხარეს. დააფიქსირეთ 10 წამის განმავლობაში, შეისვენეთ და გაიმეორეთ თითო მხარეს 3-ჯერ.
4. მოახდინეთ ნიკაპზე „ზეწოლა“
ნიკაპით დაეყრდენით მუშტებს, დაჭიმეთ ნიკაპის კუნთები (და არა კისრის) და შემდეგ მოდუნდით, ეს ქმედება გაიმეორეთ 25-ჯერ.
5. ენით ცხვირზე შეხება
გამოყავით ენა და შეეცადეთ შეეხოთ ცხვირის წვერს. გაიმეორეთ ეს ქმედება 10-ჯერ.
წყარო: lifehacker.ru