მას აქვს პოტენციალი, გახდეს ჰოლივუდის სახე, თუმცა ბრიტანელმა მსახიობმა თავისი უჩვეულო სილამაზით, სარეკლამო რგოლშიც გადაწყვიტა მოესინჯა საკუთარი ძალები. დედისგან გენეტიკურად გამოყოლილი ეშხით, ახალგაზრდა მსახიობი „დოლჩე გაბანას“ ახალი პარფიუმის, „The Only One“-ის სახე გახდა.
საზოგადოებაში ემილიამ ადგილი დაიმკვიდრა „სამეფო კარის თამაშებში“ „დრაკონების დედის" როლით, რომელმაც მას ძალიან მცირე პერიოდში დიდი პოპულარობა მოუტანა.
ბრიტანელი მსახიობი და ახლა უკვე „დოლჩე გაბანას“ პარფიუმის სახე, გამოჩნდა სარეკლამო რგოლში, შავმაქმანებიან კაბაში, იტალიური პოპ-სიმღერის, The only one-ის შესრულებით, რამაც მის მუსიკალურ ნიჭსაც გაუსვა ხაზი და მისი პოპულარობა ორმაგად გაზარდა.
წყარო:harpersbazaar.com