რაც უნდა ბევრი ვისაუბროთ იმაზე, რომ გამონაყარი დროებითია და მთელი ცხოვრება „რქებით“ სიარული არ მოგვიწევს, მაინც გვაწუხებს, გვაღიზიანებს, რადგან მისი დაფარვა არც მაკიაჟითაა მარტივი და მის გარეშე ხომ საერთოდ არ გვინდა გარეთ გასვლა.
ამიტომ ყოველდღე ახალ-ახალ გზებს ვეძებთ მათ დასამარცხებლად, თუმცა ხშირად ამ ბრძოლაში თვითონვე ვმარცხდებით.
Marao.ge ამჯერად ძალიან მარტივი 3 ნიღბის მომზადებას გასწავლით, რომელიც ჩააქრობს ანთებით პროცესს და დაგიწყნარებთ კანს. გაითვალისწინეთ, რომ გამონაყარის ხელით წვალება მათი გამრავლების მთავარი გზაა. ამიტომ არ მიეკაროთ და უბრალოდ სცადეთ ეს ნიღბები:
მეთოდი #1 აიღეთ ერთი სუფრის კოვზი ჟელატინი და დაასხით ერთი სუფრის კოვზი რძე. შეათბეთ მიკროტალღურ ღუმელში 10 წამის განმავლობაში. ის წებოვანი გახდება.
გააგრილეთ და კოსმეტიკური ფუნჯით წაისვით ცხვირზე და იმ ადგილებში, სადაც ფერიმჭამელები გაქვთ. გაიჩერეთ 10 წუთი, შემდეგ კი ფაქიზად აიძრეთ სახიდან.
მეთოდი #2
აიღეთ 2 სუფრის კოვზი მარილი (უმჯობესია ზღვის მარილი), ნახევარი კოვზი ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი წყალი და ყველაფერი ერთმანეთში კარგად აურიეთ.
მიღებული ნიღაბი წაისვით კანის პრობლემურ ადგილებზე და 2-4 წუთის განმავლობაში თითების ნაზი მოძრაობით კარგად შეიზილეთ. არ დაგეზაროთ! შემდეგ ჩამოიბანეთ ჩვეული დასაბანი საშუალებით.
მნიშვნელოვანი რჩევა: ეს პროცედურა კვირაში მხოლოდ 2-ჯერ გაიკეთეთ.
მეთოდი #3
ინგრედიენტები:
- ალოე ვერას გელი
- კურკუმას ფხვნილი
- იოგურტი
- სანდალვუდის ფხვნილი
მომზადების წესი:1 სუფრის კოვზი სანდალვუდის და ნახევარი ჩ/კ კურკუმას ფხვნილი შეურიეთ ერთმანეთში. დაამატეთ ალოე ვერას გელი და 1 ს/კ იოგურტი. შეაზავეთ კარგად და დაიტანეთ სახეზე პიგმენტურ ადგილებში. გაიჩერეთ 15-20 წუთი და პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 2-3-ჯერ.