რჩევები

როგორ მოვიშოროთ ფეხიდან არასასიამოვნო სუნი?

როგორ მოვიშოროთ ფეხიდან არასასიამოვნო სუნი?
ფეხებიდან გამოწვეული არასასიამოვნო სუნი ხშირად დისკომფორტს გვიქმნის ყოველდღიურობაში, რაც არ წარმოადგენს მხოლოდ ესთეტიკურ პრობლემას, ხშირად ეს შეიძლება გახდეს ექიმთან ვიზიტის მიზეზიც კი. თბილ და ნოტიო სივრცეში მიკროორგანიზმები იწყებს გავრცელებას, რაც იწვევს ფეხიდან არასასიამოვნო სუნს. ბაქტერიები სიცოცხლისუნარიანობას სწორედ ასე ინარჩუნებენ და შედეგად ცხიმოვან მჟავას არასასიამოვნო სუნის სახით გამოყოფენ. რა თქმა უნდა, რაც უფრო ოფლიანდება ფეხი, მით უფრო მეტი „საკვები“ ეძლევა ბაქტერიას და შედეგად სუნიც მძაფრდება. ოფლიანობის გამომწვევი მიზეზები კი ასე გამოიყურება:

უხარისხო ფეხსაცმელი
Image result for bad shoes gif

ტექსტილი და ტყავის შემცვლელი
ფეხსაცმელები ხელს უშლის ჰაერის მოძრაობას, რის გამოც ფეხი „ვერ სუნთქავს“ და შედეგად არასასიამოვნო სუნი უფრო მძაფრდება.
რჩევა:
შეეცადეთ, შეარჩიოთ ნატურალური ტყავისაგან დამზადებული ფეხსაცმელი.
არ ატაროთ ერთი და იგივე ფეხსაცმელი რამდენიმე დღის განმავლობაში.
ყოველი გამოყენების შემდეგ გაიტანეთ ჰაერზე და შეცვალეთ ფეხსაცმელში ჩაფენილი ნაჭრები. არ მიიყვანოთ ცვეთამდე, ვინაიდან ეს ბაქტერიების კომფორტული კერაა.
შეძლებისდაგვარად ატარეთ გამოსაცვლელი წინდები.

სინთეტიკური წინდები და კოლჰოტები
Image result for socks gif

ხელს უწყობს ბაქტერიების და მიკროორგანიზმების აქტიურ გავრცელებას. ამიტომ შეიძინეთ ბამბის წინდები და ხარისხიანი კოლჰოტები და აუცილებლად შეცვალეთ ყოველდღიურად.

ჯანმრთელობის პრობლემა
Image result for bad shoes gif

შესაძლოა, არასასიამოვნო სუნი ორგანიზმში არსებული პრობლემის ნიშანია, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ფეხის სოკოთი ან მიკოზით. ასევე, შეიძლება დარღვეული გქონდეთ ოფლის გამომყოფი ჯირკვლების მოქმედება, რაც ჰორმონალური დარღვევით, C ჰეპატიტით, შაქრიანი დიაბეტით, ტუბერკულოზით, გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინული სისტემის დარღვევით იყოს გამოწვეული. შესაბამისად, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

არასწორი კვება და მავნე ჩვევები
Related image

ხშირად ოფლის გამომყოფი ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა არასწორი კვებითა და მავნე ჩვევებით არის განპირობებული. ამიტომ აუცილებელია თქვენი კვების რაციონში შეიტანოთ ხილი და ბოსტნეული. ასევე უარყოფით გავლენას ახდენს მედიკამენტებისა და ალკოჰოლური სასმელების ხშირი მიღება. შედეგად, აუცილებლად გადახედეთ თქვენი დღის მენიუს.

სტრესი და ფიზიკური დატვირთვა
Image result for work out gif

სტრესული სიტუაციები და სპორტული აქტივობები აძლიერებს ადრენალინის გამოყოფას, რაც აჩქარებს ოფლის გამომყოფი ჯირკვლების მუშაობას და იწვევს არასასიამოვნო სუნის გამძაფრებას.

მარაო“ გიზიარებთ პრობლემის გადაჭრის მარტივ გზებს.
პროფილაქტიკის მიზნით დღის განმავლობაში გამოიყენეთ ანტიპერსპირანტები, ანტიბაქტერიული საშუალებები, დაიბანეთ ფეხები საპნისა და წყლის მეშვეობით, სულ მცირე, დღეში ერთხელ.
რეგულარული ფეხის აბაზანები დაგეხმარებათ ფეხზე არსებული ტოქსინებისგან გათავისუფლებასა და ოფლის გამოყოფის შემცირებაში.
Related image
1. წყალში გააზავეთ 3-4 წვეთი ევკალიპტის, ციტრუსისა და ჩაის ხის ზეთი და 10-20 წუთი დატოვეთ ფეხები თბილ წყალში. გინდათ მოიშოროთ ფეხის დაღლილობაც? მაშინ დაამატეთ ზღვის მარილიც.
2. ჩაის ნაყენის დასაყენებლად ერთ ლიტრ წყალში 3 პატარა კოვზი ჩაი მოხარშეთ.
3. მუხის ხის ქერქი ნახარშის მოსამზადებლად - 50 გრამი გამომშრალი მუხის ქერქი ერთი ლიტრ მდუღარე წყალში გააზავეთ და 15-20 წუთით მოიწყვეთ ფეხის აბაზანები.
4. ერთ ლიტრ წყალში ნახევარი ჭიქა მარილი, ერთი სუფრის კოვზი სოდა და ნახევარი ჭიქა ძმარი გააზავეთ. მარილის აბაზანაშიც ფეხები 15-20 წუთით მოათავსეთ.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93