ფეხებიდან გამოწვეული არასასიამოვნო სუნი ხშირად დისკომფორტს გვიქმნის ყოველდღიურობაში, რაც არ წარმოადგენს მხოლოდ ესთეტიკურ პრობლემას, ხშირად ეს შეიძლება გახდეს ექიმთან ვიზიტის მიზეზიც კი. თბილ და ნოტიო სივრცეში მიკროორგანიზმები იწყებს გავრცელებას, რაც იწვევს ფეხიდან არასასიამოვნო სუნს. ბაქტერიები სიცოცხლისუნარიანობას სწორედ ასე ინარჩუნებენ და შედეგად ცხიმოვან მჟავას არასასიამოვნო სუნის სახით გამოყოფენ. რა თქმა უნდა, რაც უფრო ოფლიანდება ფეხი, მით უფრო მეტი „საკვები“ ეძლევა ბაქტერიას და შედეგად სუნიც მძაფრდება.
ოფლიანობის გამომწვევი მიზეზები კი ასე გამოიყურება:
ტექსტილი და ტყავის შემცვლელი ფეხსაცმელები ხელს უშლის ჰაერის მოძრაობას, რის გამოც ფეხი „ვერ სუნთქავს“ და შედეგად არასასიამოვნო სუნი უფრო მძაფრდება.
რჩევა:
შეეცადეთ, შეარჩიოთ ნატურალური ტყავისაგან დამზადებული ფეხსაცმელი.
არ ატაროთ ერთი და იგივე ფეხსაცმელი რამდენიმე დღის განმავლობაში.
ყოველი გამოყენების შემდეგ გაიტანეთ ჰაერზე და შეცვალეთ ფეხსაცმელში ჩაფენილი ნაჭრები. არ მიიყვანოთ ცვეთამდე, ვინაიდან ეს ბაქტერიების კომფორტული კერაა.
შეძლებისდაგვარად ატარეთ გამოსაცვლელი წინდები.
ხელს უწყობს ბაქტერიების და მიკროორგანიზმების აქტიურ გავრცელებას. ამიტომ შეიძინეთ ბამბის წინდები და ხარისხიანი კოლჰოტები და აუცილებლად შეცვალეთ ყოველდღიურად.
შესაძლოა, არასასიამოვნო სუნი ორგანიზმში არსებული პრობლემის ნიშანია, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ფეხის სოკოთი ან მიკოზით. ასევე, შეიძლება დარღვეული გქონდეთ ოფლის გამომყოფი ჯირკვლების მოქმედება, რაც ჰორმონალური დარღვევით, C ჰეპატიტით, შაქრიანი დიაბეტით, ტუბერკულოზით, გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინული სისტემის დარღვევით იყოს გამოწვეული. შესაბამისად, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
ხშირად ოფლის გამომყოფი ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა არასწორი კვებითა და მავნე ჩვევებით არის განპირობებული. ამიტომ აუცილებელია თქვენი კვების რაციონში შეიტანოთ ხილი და ბოსტნეული. ასევე უარყოფით გავლენას ახდენს მედიკამენტებისა და ალკოჰოლური სასმელების ხშირი მიღება. შედეგად, აუცილებლად გადახედეთ თქვენი დღის მენიუს.
სტრესული სიტუაციები და სპორტული აქტივობები აძლიერებს ადრენალინის გამოყოფას, რაც აჩქარებს ოფლის გამომყოფი ჯირკვლების მუშაობას და იწვევს არასასიამოვნო სუნის გამძაფრებას.
„მარაო“ გიზიარებთ პრობლემის გადაჭრის მარტივ გზებს.
პროფილაქტიკის მიზნით დღის განმავლობაში გამოიყენეთ ანტიპერსპირანტები, ანტიბაქტერიული საშუალებები, დაიბანეთ ფეხები საპნისა და წყლის მეშვეობით, სულ მცირე, დღეში ერთხელ.
რეგულარული ფეხის აბაზანები დაგეხმარებათ ფეხზე არსებული ტოქსინებისგან გათავისუფლებასა და ოფლის გამოყოფის შემცირებაში.
1. წყალში გააზავეთ 3-4 წვეთი ევკალიპტის, ციტრუსისა და ჩაის ხის ზეთი და 10-20 წუთი დატოვეთ ფეხები თბილ წყალში. გინდათ მოიშოროთ ფეხის დაღლილობაც? მაშინ დაამატეთ ზღვის მარილიც.
2. ჩაის ნაყენის დასაყენებლად ერთ ლიტრ წყალში 3 პატარა კოვზი ჩაი მოხარშეთ.
3. მუხის ხის ქერქი ნახარშის მოსამზადებლად - 50 გრამი გამომშრალი მუხის ქერქი ერთი ლიტრ მდუღარე წყალში გააზავეთ და 15-20 წუთით მოიწყვეთ ფეხის აბაზანები.
4. ერთ ლიტრ წყალში ნახევარი ჭიქა მარილი, ერთი სუფრის კოვზი სოდა და ნახევარი ჭიქა ძმარი გააზავეთ. მარილის აბაზანაშიც ფეხები 15-20 წუთით მოათავსეთ.