რჩევები

როგორ დავფაროთ მუცელი და კიდევ 8 ეშმაკობა ფორმიანი ქალებისთვის

როგორ დავფაროთ მუცელი და კიდევ 8 ეშმაკობა ფორმიანი ქალებისთვის
plus size - ფორმიანი ქალებისთვის სასარგებლო რჩევები გვაქვს. გავიდა ის დრო, როცა სილამაზის ეტალონად გამხდარი გოგოები ითვლებოდნენ. მსოფლიოში დღითი დღე პოპულარული ხდება Body Positive-ს მიმართულება. ლამაზი შეიძლება სრული სხეულიც იყოს.

როგორ მოვიქცეთ, თუ გარეცხვის შემდეგ ჯინსი შედგა და აღარ გვეტევა? როგორ დავმალოთ მუცელი... გამოსადეგი რჩევები მოგიმზადეთ.


plus size-ის ეშმაკობები ქალებისთვის


  1. კანის გაღიაზიანების თავიდან ასაცილებლად, ქუჩაში გასვლამდე, ფეხების შიდა მხარეს კრემი წაისვით ან ბავშვის ტალკი დაიყარეთ. თუ კანზე გაღიზიანება არ გაქვთ, შეგიძლიათ ანტიპერსპირანტი წაისვათ. ის შეამცირებს ოფლის
    გამოდევნას და კანი არ გაწილთლდება.
  2. თუ გაღიზიანება მაინც გაჩნდა, ქოქოქის ზეთი წაისვით. მასში შემავალი ანტიბაქტერული საშუალებები დაგიამებენ კანს და ჩააქრობენ ანთებას. შეგიძლიათ გამოიყენოთ ალოეს გელი, რომელსაც ლავანდის ზეთს დაუმატებთ.
  3. ქვედა საცვალის არჩევისას უპირატესობა შორტ-ტრუსებს მიანიჭეთ. უმჯობესია, კანის ფერი იყოს, ქარში კაბა რომც აგეწიოთ, ვერავინ ვერაფერს მიხვდება.
  4. შეიძინეთ მაქმანიანი ბანდალეტები. ისინი სილიკონის წყალობით კანს ეკვრიან და გაღიზიანების საშუალებას არ აძლევენ. სხვათ შორის, მაქმანიანი ბანდალეტები რომანტიკულადაც გამოიყურება.
  5. თუ გარეცხვის შემდეგ ჯინსი აღარ გეკვრებათ, თმის რეზინი გამოატარეთ ღილკილოში და გადაატარეთ ღილს. გრძელი მაისური კი დაფარავს ამ ეშმაკობას.
  6. თუ მკერდის ქვედა ნაწილი გიოფლიანდეაბთ, ბიუსტჰალტერის ქვედა ნაწილს გამოჭრილი ჰიგიენური საფენები დააუმაგრეთ. ისინი ოფლის სამოსზე გამოდენას შეაფერხებენ. ან გამოიყენეთ ბავშვის ტალკი. ის რამდენიმე საათით დაგიცავთ.
  7. თუ მუდამ გეჩაჩებათ კოლგოტები, მის ზემოდან ტრუსი ჩაიცვით. სასურველია, ისინი ერთი ფერის იყოს.
  8. ხანდახან წონის მკვეთრი მატების დროს, ბიუსჰალტერი იხსნება ხოლმე. ეს რომ არ მოხდეს, გამოიყენეთ საკანცელარიო სკრეპი, რომლითაც ორივე ნაწილებს შეამაგრებთ ერთმანეთთან.
  9. თუ მომდგარი კაბა უნდა ჩაიცვათ, სხეულის გასაკორექტირებელი თეთრეული არ გაქვთ, რამდენიმე ფენად შემოიხვიეთ სამზარეულოს მწებავი ცელოფანი.
დაბოლოს, ქალს ლამაზი სხეული მაშინ აქვს, როცა უყვარს თავისი სხეული ისეთი, როგორიცაა ის სინამდვილეში.
შეიყვარეთ თქვენი სხეული, ნუ დამალავთ მას უფორმო სამოსში და გაიღიმეთ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93